საზოგადოება მაია ჯაბუას ქალიშვილი, 16 წლის ლიზა ყენია მორიგ სკანდალურ ფოტოს აქვეყნებს 2014, 28 თებერვალი, 20:56 მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და მას უკვე მთელი საქართველო იცნობს. სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო. მონაწილეობდა "რუსთავი 2"-ის პროექტ "ანაბანაში", რამდენიმე წლის შემდეგ საბავშვო ევროვიზის შიდაშესარჩევ ტურში გაიმარჯვა და საქართველო კონკურსზე წარადგინა. (ლიზა ჯგუფ "პრინცესების" შემადგენლობაში იყო, როდესაც საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო წარადგინა.) ახალგაზრდა მომღერალი ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ნუცას სკოლის" ფინალისტიც გახლდათ, რამდენიმე თვის წინ კი "ახალ საბავშვო ხმაშიც" მიიღო მონაწილეობა. ის ეკა კახიანის გუნდის წევრი გახლდათ. ლიზას არამარტო სასიმღერო მონაცემებით, გარეგნობითაც შეუძლია დაიკვეხნოს, ის ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი გოგო გახლავთ. რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტსივრცეში ფოტოები გავრცელდა, რომლების სოციალური ქსელების გარდა "ყვითელ საიტებზეც" მოხვდა. "სოციალურ ქსელებში, მაია ჯაბუას ქალიშვილის, ლიზა ყენიას ინტიმური ფოტოები გავრცელდა"-წერდა "prime time". სულ ცოტა ხნის წინ კი ლიზამ კიდევ ერთი ფოტო გაავრცელა. ფოტოზე ახალგაზრდა მომღერალი მაგიდაზეა გაწოლილი და ჩილიმს ეწევა. ახალი სკანდალი აგორდა. "ნეტავ დედამისი რას უყურებს?"-წერენ სოციალურ ქსელებში. როგორც ჩანს საზოგადოება ცნობილი ადამიანების შვილების მიმართ უფრო კრიტიკულია. ვუსურვოთ ლიზას წარმატებები და ბედნიერი მომავალი. 2490 8-ს მოსწონს 4-ს არა
|