x
image
K.P.
ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა "ხულიგნობა" დაიწყო
image



























ნანუკა ჟორჟოლიანი ყველასათვის ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გახლავთ. იგი პირველად 16 წლის ასაკში დაქორწინდა ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. 18 წლის ორსულ ნანუკას კი უკვე ოჯახი დაენგრა. მას შემდეგ ჟურნალისტი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ დასაკარგი ქალი არ იყო და ხაჭაპურის ცხობის გარდა სხვა რამეც შეეძლო. მას პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, მარიამ გეგუჩაძე, რომელსაც რამდენიმე სეზონის მანძილზე "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" საკუთარი რუბრიკაც ჰქონდა. დედა-შვილი კარგი მეგობრები არიან. ნანუკამ მეორედ იქორწინა ირაკლი კოდუაზე. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს-საბა. ირაკლი ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს. ნანუკას მტკიცებით, კი განშორებამ სიყვარული უფრო გააძლიერა.

image

საბა 3 წლისაა, ბაღშიც დადის და ხულიგნობაც დაიწყო. "ბაღში საბას ასწავლეს დარეკვა 112-ზე. დეტალურად კი აუხსნეს რა შემთხვევაში უნდა დარეკოს, მაგრამ იმდენად მოეწონა რომ პასუხობენ მთელი დღეა 112-ზე რეკვით არის დაკავებული. უკვე დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენს სახლში "ხულიგანი" ცხოვრობს. ამ დროს
ორი გაკვეთილი დასჭირდა რომ ესწავლა ეს"-წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.

ნანუკას მტკიცებით საბა დედას კომპლიმენტებითაც ანებივრებს. "საბა სულ მეუბნება, რომ ძალიან ლამაზი ვარ და რომ ყველაზე ძალიან მე ვუყვარვარ. დედა, მაკოცეო, მთხოვს ხოლმე. რაღაცნაირია, ბიჭია, რა"-გვიამბობს ნანუკა.

image

imageimage

1
812
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
812
  
0 1 1