სხვა S.E.A Aquarium-უდიდესი ოკეანარიუმი მსოფლიოში 2014, 25 თებერვალი, 19:09 სინგაპურში, კერძოდ კი სენტოსის კუნძულზე განლაგებულია მსოფლიოში ყველაზე დიდი ოკეანარიუმი, რომლის სახელია S.E.A Aquarium. ეს გიგანტური ოკეანარიუმი შედის კომპლექსში "ზღვის სიცოცხლე", რომელიც დამთვალიერებლებისათვის გაიხსნა 2012 წლის ნოემბერში.
![]() ![]() ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესსს იწვევს ცენტრალური აქვარიუმი, რომელიც წარმოადგენს ღია ოკენის არეალს მსოფლიოში უდიდესი პანორამით. მისი სიგანე 36 მეტრს უდრის, ხოლო სიმაღლე -8 მეტრს. ასეთი გიგანტური ზომები ტურისტებს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი ოკეანის ფსკერზე იმყოფებიან. ![]() ოკეანარიუმის დამთვალიერებლებს ეძლევათ შესაძლებლობა ნახონ ზღვის უნიკალური ბინადრები, მაგალითად: დელფინი აფალინა, იაპონური კიბო-ობობა, ბრინჯაოსფერი ჩაქუჩა-თევზი და ზღვის სიღრმეების სხვა უცნაური მცხოვრებლები. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 87 8-ს მოსწონს
|