x
image
აკაკი79
ბუნებრივი წყვილი. (მაწილი მესამე)

-ლუდზე გაუშვი ბავშვი. ამოიკნავლა მან და მავედრებელი თვალები ალბერტს მიაპყრო
ეს იმდენად მოულოდნელი და საოცარი ამბავი გახლდათ, რომ ალბერტი თავად გაიქცა მაღაზიაში ვაითუ გადაიფიქროს სანამ ეზოდან ბავშვი ამოვაო, შემდეგ კი კითხა ხომ კარგად ხარო, რაზეც ვანომ ერთი ღრმად ამოიგმინაა.
-რა მოხდა ასეთი?? კატუშა ხომ კარგადაა?? კატუშა ვანოს დედაა გახლავთ, ერთადერთი ნათესავი ჩვენი გმირის, 91 წლის კომუნისტი, ადრე ფაბრიკის ბრიგადირი ახლა კი სახლის ხელმძღვანელი და შვილის მეთაური.
-კი კარგადაა. Aამოსცრა და ლუდიდ სავეს კათხა დამწყვდეულივით მოიყუდა და ბოლომდეც ჩაცალა. თითქოს ლუდმა ძალა შემატა – გოგო გავიცანიი, სულ შემთხვევით.
-გოგო??გაეღიმა ალბერტს.
-ხო გოგო. ვგრძნობ ჩემითვისაა დაბადებულიი, ეხხ ალბერტ. !!Bბოლო სიტყვები დინჯად წარმოსთქვა და თვალები გაღებულ ფანჯარაში მყოფ უსასრულო ჰორიზონტს გაუსწორა. თითქოს და ვინ გაიგებს ჩემი გულის იდუმალებასოო.
-მერედა ამას რა ჯობია..
-ხო მაგრამ ამაყია როგორც ყველა ლამაზი ქალი და მიუწვდომელიი, სიტყვა ვერ შევბედე, გესმის ალბერტ.
-ააა. ჩაილაპარაკა ბევრისმეტყველი ტონით ალბერტიმ.
-რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ამიტომ მოვედი შენთან. ვანომ ჭიქა გაუწოდა ალბერტს. – დაასხი იქნებ ამან გამიხსნას გონება.
-და ჯიბეც ვანოს შემოვევლეე. Gგაიცინა ალბერტმა
მათი საუბარი ქალის დაუოკებელ მადას და მოთხოვნებს არ გასცდენია, თუმცაღა აღსანიშნავია რომ ერთზე მაინც შეთახმდნენ, ამ ზაფხულში სადმე დასასვენებლად რომ წაიყვანოს ურიგო არ იქნებდა, უფრო სწორედ პატიოსან ქალს მარტო ვინ გამოუშვებს და ამიტომაც ვინმე უფროსი ქალიც უნდა წამოეყვანა თან და ზოგჯერ მარტო, რომ დარჩენილიყვნენ იმ უფროსსაც ხომ უნდა ყოლოდა ვიღაც და ეს ვიღაც ალბერტის მეტი ვინ უნდა ყოფილიყო. ვანო შიშობდა ალბერტის შემთხვევა-დამთხვევის ამბებს მისი მომავალი სიყვარულისთვის არაფერი დაეშავებინა მაგრამ სხვა რა გზა ქონდა. როდესაც ძირითადი თემა დაიხურა ახალი საფიქრალი გამოუჩნდა ვანოს, წასვლამდ ხომ უნდა ენახა და ხარჯიც წინდაწინ გაეთვალა. თავდაპირველად მეგობრის იდეას აყვა რომელიც კაფეში შოკოლად მოყრილი ნაყინების ჭამას გულისხმობდა სხვა წვრილმან ხარჯებთან ერთად, ეს ხარჯიანი იდეა მის მერე იქნა უარყოფილი რაც ქალბატონი ანჟელა ჩაერთო საუბარში.
-ბაღში დაჯექით შვილო და ნაყინიც იქვე იყიდე. წარმოსთქვა ანჟელამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო. –ასე უფრო იეფად გამოხვალ, თან ახალგაზრდულად გამოგივა მაშშ. დღევანდელ გოგოებს ურჩევნია თავაზიანობის მაგიერ სხვა რამემ იმუშაოს.-Mმის სახეზე ირონიულმა ღიმილმა გაირბინა.
-მართალი ხარ ანჟელა დეიდა. წამოიძახა თანამოაზრის პოვნით გახარებულმა ვანომ.
-აბა სადღაა დღეს მოკრძალება და პატიოსნება, დღეს შენთანა ხვალ დაკრავს ფეხს და სხვასთან გაიქცევა, დღეს კაი გოგოს პოვნაა ეეე.- – ეს სიტყვები ისე წარმოსთქვა ანჟელამ თითქოს სირიუსზე, სტიქსზე და მარადიულობაზე ლაპარაკობდა.- ჩემ დროსს
-კარგი გვაცალე ლაპარაკი ახალგაზდებს, შენს დროს კაბის ქვეშ შარვალი გეცვათ თუ ნიფხავი ვერ გებულობდით. Aთქვა ალბერტიმ და ისე გაიცინა თითქოს იუმორისტულ გადაცემას უყურებდა. Eეს უადგილო ჩართვა მას თავში ბუზსაკლავის ჩარტყმად დაუჯდა. Mმაგრამ ახლა მის ლუდით სავსე კათხას აღარაფერი ემუქრებოდა.
ამასობაში ვანო ახალ ხარჯს ითვლიდა, აქედან ავტობუსს გავყვები –ნეტავ და ვინ მიყურებს ფიქრობდა გულში. –მეტრო უფასოდ, ესეც შენი 30 თეთრი იები, 1.60 ჰა-ჰა 2 ლარი ნაყინები, ნუ კიდევ გაუთვალისწინებელი, . Mმოკლედ 5 ლარში გამოვალ,
-სემიჩკაც. ჩააკვეხა სიტყვა ისევ ანჟელამ.
-ნუ 5.20. ესა და ესს. თქვა ვანომ და კმაყოფილი თავისი დანაზოგით არხეინად მიეყრდნო სკამის ზურგს.

5
14
2-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
14
  
2014, 3 მარტი, 15:26
საერთოდ რეალობაას ვერ აგიქვამს სწორედ ადამიანი ამიტამაცაა რომ ყოველ რთულს მათ შორის ნაწარმოებსაც გვერდზე დებს და ურჩევნია იეთი რამ როგოეც თავად აგიქვამს.
2014, 3 მარტი, 15:18
სიყვარული კუზიანსაც ასწორებს და მას სასწაულების მოხდენაც სჰეუდზლია:)))
2014, 26 თებერვალი, 13:41
:))))))))))))))))))))))))))
მაშინ გამოასწორეთ მაგრამ მერე ფანტასტიკა იქნება:)))))))ასეტები ხომ არ სწორებიან
2014, 25 თებერვალი, 13:31
:))) ტავს ვერ მოვაკვლევინებბ:)) ცოდოაა:)) უმჯობესია გამოასწოროსს:))) ტუ ალბერტის სჰემტხვევამ არ მოუგოტ ბოლო:))
2014, 24 თებერვალი, 18:01
იმ გოგომ ახლავე მოიკლას თავი ჯობს ასეთი ძუნწის ცოლობას:)))))))))))))))))))
0 1 5