x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გერმანელთა წერილები სტალინგრადიდან:"აქ ნამდვილი ჯოჯოხეთია"
image ვერავინ და ვერაფრით გადმოსცემს ომის ატმოსფეროს ისე, როგორც უშუალო მომწრე, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ გერმანელი ოფიცრების და ჯარისკაცების წერილების და დღიურების ამონარიდებს სტალინგრადის ფრონტიდან.ამ წერილების უმეტესობა საბჭოთა მხარეს 1943 წლის დასაწყისში, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების ჩამოგდებისას ჩაუვარდათ ხელში, სადაც საველე საფოსტო წერილები გერმანიაში იგზავნებოდა.

"სტალინგრადი, ეს ჯოჯოხეთია დედამიწაზე, ვერდენი, წითელი ვერდენი, ახალი შეიარაღებით..ჩვენ ვუტევთ ყოველდღე, თუ დილით 20 მეტრით წინ წავიწევთ, რუსები საღამოს ისევ უკან გვაგდებენ"-ეფრეიტორ ვალტერ ოპერმანის წერილი ძმას ს/ფ-44111- 18.XI.1942.

"..როცა სტალინგრადში შემოვედით 1 სექტემბერს, 140 კაცი ვიყავით, ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ, ახლა 16 დავრჩით.დანარჩენი ყველა მოკლულია ან დაჭრილი, ხელმძღვანელობა უნტერ-ოფიცერმა აიღო, სტალინგრადიდან ყოველდღიურად ათასობით დაჭრილი გადაჰყავთ ზურგში, როგორ ხედავ დანაკარგი ბევრია"..ჯარისკაც ჰენრიხ მალჰუსისი წერილი, ეფრეიტორ კარლ ვაიტცელისადმი გაგზავნილი ს/ფ 17189-. 13.XI.1942

"..რომ იცოდე რა მალე იზრდება ჯვრების ტყე, თან მუდმივად ფიქრობ, როდის მოვა შენი ჯერი?ძველი ჯარისკაცებიდან თითქმის აღარავინაა ცოცხალი....უნტერ-ოფიცერ რუდოლფ ტიხლის წერილი ცოლს-ს/ფ 22745-


..გუშინ არაყი მოგვცეს, ზუსტად იმ დროს ძაღლი დავკალით, არაყი მისწრება იყო, ჰეტი უკვე 4 ძაღლი დავკალი, თუმცა თანამებრძლები მაინც მშივრები არიან, ამას წინათ ჩხიკვს ვესროლე და მოვხარშე.."არისკაც ოტო ზეხტრიგის წერილი ჰეტი კამინსკისადმი.ს/ფ- 10521-29.XII.1942.

..26 დეკემბერი-დღეს ზეიმი გვქონდა, კატა დავკალით და მოვხარშეთ"-ვერნერ კლეის დღიურიდან ს/ფ- 18212. image

"..19 ნოემბერი, თუ წავაგეთ ეს ომი ჩვენ ყველაფრისთვის გადაგვიხდიან რაც გავაკეთეთ, ათასობით რუსი და ებრაელი დავხვრიტეთ კიევთან ცოლებთან და ბავშვებთან ერთად, ეს დაუჯერებელია, ამიტომ ჩვენ ძალები არ უნდა დავიშუროთ, რომ ეს ომი მოვიგოთ"-უნტერ-ოფიცერ ჰერმან ტრეპმანის დღიურიდან-მე-2 ბატალიონის 670-ე ფეხოსანთა პოლკიდან.

"...რა ბედნიერად ვიცხოვრებდით რომ არა ეს დაწყევლილი ომი, ახლა კი გვიწევს გავუსწორდეთ ან საშინელ რუსეთს, რისთვის?როცა ამაზე ვფიქრობ მზად ვარ სიბრაზისგან გამწარებულმა ვიღრიალო"...ობერ-ეფრეიტორ აბორ ბეეცას წერილი საცოლეს ს/ფ- 28329 D-29.XII.1942.

"..ხშირად ვუსვამ ჩემს თავს კითხვას, რისთვის ამდენი ტანჯვა-წამება?კაცობრიობა ჭკუიდან შეიშალა?მაგრამ ასე ფიქრი არ შეიძლება, მე ხომ გერმანელი ჯარისკაცი ვარ და ასეთი აზრები არ უნდა მომდიოდეს თავში, თუმცა დარწმუნებული ვარ რუსეთში მებრძოლი ჯარისკაცების 90% ჩემნაირად ფიქრობს"...ეფრეიტორ ალბრეხტ ოტენის წერილი ცოლს-ს/ფ-32803- I.I.1943.

"8 დეკემბერი, საკვები აღარ გვაქვს, ერთ პურს 7 კაცი ვიყოფთ, მოგვიწევს ცხენის დაკვლა"...-ჰერმან ტრემპანის დღიურიდან.image























1
440
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
440
  
2014, 23 თებერვალი, 23:46
ყველანი ადამიენიბი ვართ
0 1 1