საზოგადოება "მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უხრწნელი იყო"-მონაზონი ალისია 2014, 23 თებერვალი, 13:08 ![]() გუშინ, 22 თებერვალს სამთავროს დედათა მონასტერში დასაფლავებული მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა. უამრავი ხალხი მიაწყდა მცხეთას. ამის გამო მონასტრამდე მისასვლელი გზები გადაკეტილი იყო და არც მედიას და არც ხალხს არ ჰქონდა საშუალება დასწრებოდნენ ამ ფაქტს. საქართველოს მოსახლეობა დიდი ემოციებით ელოდა წმინდანის საფლავის გახსნას და უამრავი მომლოცველი მონასტრის გარშემო ტერიტორიაზე დიდი იმედით ელოდა მამა ამ პროცესს. განსაკუთრებით ყველას აინტერესებდა მამა გაბრიელის სხეულის დანახვა. როგორც ცნობილია ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი. საფლავის გახსნის შემდეგ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადაასვენს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. ფერიცვალების დედათა მონასტრის მონაზონმა ალისიამ, რომელიც მამა გაბრიელის საფლავის გახსნას ესწრებოდა "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უხრწნელი იყო. ჭილობი და მანტია, რაშიც მამა გაბრიელი იყო გახვეული უხრწნელი იყო, ასევე მისი ფეხსაცმელიც დაუზიანებელი იყო. მონაზონმა ალისიამ მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული მუხლამდე დაინახა, რომლის ფერიც ყავისფერი იყო, ხოლო ხორცი კი ისევ ჩვეულებრივი ჰქონდა. მინდა მამა გაბრიელის სიტყვები შეგახსენოთ: "უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს... ჯოჯოხეთი უფლისგან გაშორებაა... ზღვები დაშრება, მთები დაიშლება, ქრისტეს დიდება არ მოიშლება!" "მივდივარ რათა თქვენი სიყვარული ზედ ღვთის ტრაპეზზე დავდო, სახლის შენებას ვიწყებ, ერთი თქვენთაგანიც რომ დამაკლდეს, ჯოჯოხეთში ჩავალ და იქიდან ამოგიყვანთ!"-ამბობდა ბერი გაბრიელი. მამა გაბრიელის მადლი ფარავდეს ჩვენს საქართველოს! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 726 4-ს მოსწონს
|