x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სიყვარულის გამოვლინების ყველაზე უცნაური და სასტიკი მეთოდები
image წარმოგიდგენთ მშვენიერი სქესის მიმართ მიჯნურობის დამატკიცებელ ყველაზე უცნაურ და საშინელ მეთოდებს.

1-მოჭრილი თავი-ეს საშინელი მეთოდი ტაივანში მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე არსებობდა, ატაიალის ტომში თვლიდნენ, რომ სიყვარული და ოჯახის შემნის ყველაზე დიდი დამატკიცებელი საბუთი იყო, თუ მამაკაცი თავის სატრფოს მტრის მოჭრილ თავს მიართმევდა, შემდეგ ამ თავს საყოველთაოდ გამოფენდნენ, რომ სხვებსაც ენახათ და "შურით" გამსკადარიყვნენ.

2-ცარიელი ქარქაში-სკანდინავიის ზოგიერთ ქვეყნებში მე-19 საუკუნამდე ასეთი წესი არსებობდა, გოგონა, რომელიც სქესობრივად მომწიფდებოდა და მზად იყო გათხოვებისთვის, წელზე ცარიელ ქარქაშს დაიკიდებდა, რომელ მამაკაცსაც ის მოეწონებოდა მის ქარქაშში ჩადებდა დანას, თუ გოგონა ცივ იარაღს აღარ დააბრუნებდა უკან, ე.ი. ნიშნობა შედგებოდა, თუ არა და მამაკაცს სხვა ქარქაშიანი გოგონა უნდა ეძებნა.

3-ბოშური კოცნა-ეს იყო საკმაოდ უცნაური რიტუალი, რომლის მსხვერპლი გოგონები იყვნენ 14-იდან 21 წლამდე, მამაკაცი, რომელიც გოგონაც მოეწონებოდა და აკოცებდა თუნდაც ძალის გამოყენებით, მისი ცოლი უნდა გამხდარიყო, საცოდავი ქალის აზრი სხვათა შორის არავის აინტერესებდა.


4-მოვიდა, ნახა, წაიყვანა-წარსულში ქალს უყურებდნენი, ისე, როგორც "მონაგარს", ჩვეულებრივი ამბავი იყო თავდასხმა მეზობელ სოფელზე ან მხარეზე, გაძარცვა, მოსავლის, პირუტყვის და ქალის წაყვანა, წარმოიდგინეთ იმ ქალის მდგომარეობა, ერთ დღეს სადილს ამზადებს თავის ოჯახისთვის და ახლობლებისთვის, ხოლო მეორე დღეს უკვე სხვა უცხო ოჯახში სარეცხს რეცხავს და პატრონს "ქმარი" უნდა დაუძახოს. image


















5-ეს ბიჭი მინდა-ამ ინდოელ გოგონებს ნამდვილად არა აქვს თავსატეხი გაჩენილი, როგორ მოაწონონ თავი ბიჭებს, რომ გათხოვდნენ.შტატ ბიჰარში დღესაც, 21-ე საუკუნეშიც შემორჩენილია ტრადიცია-საქმროს მოტაცება.პატარძლის ოჯახი საქორწინო ხარჯების ეკონომიას აკეთებს, შემდეგ კი მოკრძალებულ საქორწინო ცერემონიალს მართავენ.

6-ოფლიანი ვაშლი-მე-19 საუკუნეში ავსტრიაში ასეთი ტრადიცია არსებობდა, კეკლუცი გოგონები ცეკვის შემდეგ იმ მამაკაცს, რომელიც მოეწონებოდა ვაშლით უმასპინძლდებოდა, მაგარამ ეს ჩვეულებრივი ვაშლი ქალის ოფლით იყო გაჭღენთილი დამქანცველი ცეკვის შემდეგ, აღსანიშნავია, რომ მამაკაცები ამ საჩუქრის მიღების შემდეგ ცამდე ბედნიერები იყვნენ.

7-"წაწლობა"-არ გეგონოთ, რომ ეს ტრადიცია მარტო საქართველოში იცოდნენ, თუმცა სხვაგან ოდნავ განსხვავებული სახით არსებობდა.


ამერიკაში და ევროპაში მე-16 -17 საუკუნეებში შეყვარებულებს უფლებას აძლევდნენ გოგონას სახლში ღამე ერთად დაეძინათ, თუმცა ჩაცმულები უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო შუაში გამყოფი დაფა იდო.ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და შეძლებოდათ ვნებებთან ბრძოლა.

8-"სიყვარულის ქოხი"-კამბოჯაში, კრეუნგის ტომებს ასეთი წესი აქვთ:გოგონა, როგორც კი 13 წლის გახდება მშობლები "სიყვარულის ქოხს" უგებენ, სადაც მას შეუძლია მიიღოს ყველა ის მსურველი მამაკაცი, ვისაც მასთან დაქორწინება ენდომება.იგი გასინჯავს კანდიდატებს და შემდეგ არჩევანს გააკეთებს ერთზე და ქორწილიც გაჩაღდება.აღსანიშნავია, რომ ამ ტომის ხალხში მცნება "გაყრა" არ არსებობს, ასე რომ უკან დასახევი გზა მოჭრილია.

1
240
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
240
  
2014, 20 თებერვალი, 13:13
სამწუხაროო ფაქტებიიიაა :(
0 1 1