x
image
K.P.
"საქართველოს ფოსტა" ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივის, როგორ გამოეხმაურა ჟურნალისტი მომხდარს?
imageჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მორიგ სკანდალში გაეხვა. სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული სკანდალური ინფორმაციის გამო ჟურნალისტს საქართველოს ფოსტა უჩივის.

"მილიონჯერ დამიწერია, მაგრამ გულიკო ჩაფიძის შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ მინდა კიდევ ერთხელ მივმართო შსს მინსტრს! თქვენს ქვეყანაში ბიო ნარკოტიკი ყრია ბატონო მინისტრო. ფოსტაა მთავარი პრობლემა და გამოცდილი ადამიანები
ამბობენ, რომ თურმე საკმარისია იქ თქვენი წარმომადგენელი დასვათ. ფულსაც ვეღარ იშივიან ფოსტაში და ნარკოტიკიც უფრო ნაკლები შემოვა. რამდენიმე უცხოელიც გყოლიათ ქვეყანაში, მაგრამ მათგან ყიდვაც ინტერნეტით ხდება თურმე. ტესტერებიც გქონიათ უკვე. რომელიც ადგენს ამ ბიოს არსებობას ორგანიზმში. მე მესმის რომ პატარა ხართ ( გარეგნობით არ გეტყობათ) და გამოუცდელი მაგრამ ეხლა ყველაფერი თქვენს ნებაზეა დამოკიდებული! რას ვგულიახმობ იცით? პოლიციელმა, რომ აღარ გაბედოს უთხრას სასწრაფოს ბიო აქვს მიღებულიო, გამოძახების დროს! ეხლა თქვენი არჩევანია. თუ შსს მინისტრს მოუნდება ბიოს ქვეყნიდან გაქრობას 5 სამუშაო დღე ეყოფა. დიდი იმედი მაქვს რომ ამას შესძლებთ და წარმატებებს გისურვებთ. მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ ამას პოლიცია ლობირებს. აი ფოსტას კი მიხედეთ!"-წერდა ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.image

საქართველოს ფოსტამ კი ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა. "15 თებერვალს მოქალაქე ნანუკა ჟორჟოლიანის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია ფოსტის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს დაუსაბუთებელ, უსაფუძვლო ბრალდებას, რომელიც ხელყოფს შპს საქართველოს ფოსტის საქმიან რეპუტაციას და ინტერესს"-ნათქვამია "საქართველოს ფოსტის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



ნანუკა მოსალოდნელმა სასამართლო პროცესმა არ შეაშინა, პირიქით...

"სასიამოვნოა რეაგირება, მაგრამ რა არის არასწორი? 1. ფოსტაში რომ
ამანათებს იღებენ? თუ 2. ამანათები რომ არის შემოსავალი? იქნებ ამაზეც მიპასუხონ.

ეხლა მივხვდი რატომ არის ჩემი ცხოვრება საინტერესო და რატომ არ ვიწყენ არასდროს. ადრენალინი სულ პიკშია p.s. ველოდები სარჩელს ადრენალინისგან. იმედია თვით ჯეისონ სტეთჰემი არ მიჩივლებს"-წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები...

image

6
349
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
349
  
2014, 1 მარტი, 13:23
გატყობთ არ ხართ ფოსტის საქმიანობაში ჩახედული ........შიგთავსის შემოწმება განბაჟება ტამოჟნიის მოვალეობაა
2014, 28 თებერვალი, 15:35
რას ბრძანებ ჩემო ბატონო:D ფოსტასაც ევალება თავისი ფროდუქციის გადამოწმება და მებაჟეები არაფერს გაუშვებენ კიდე:D
2014, 28 თებერვალი, 8:46
ფოსტა გადამზიდავია და ტვირთის შიგთავსის კანონიერებაზე მესაზღვრეებმა უნდა იზრუნოს
2014, 24 თებერვალი, 17:02
ფოსტა იმ შუაშია რომ მილიონობით გზავნილში ნარკოტიკია და ამაზე ფასუხისმგებლობას არავინ იღებს
2014, 24 თებერვალი, 12:49
რა შვაშია ფოსტა?
2014, 18 თებერვალი, 16:11
ვაიმე ტყუილი რათქვა ერთი ამ ქალმა? ზედ ფილარმონიის წინ მიწისქვეშა გადასასვლელში ორი ახალგაზრდა 17-19 წლამდე გოგოებს გაქანებული ლომკა ქონდათ. სადაა ამდროს მთავრობა? როგორ მოხვდა არასრულწლოვანების ხელში ნარკოტიკი? აღარ არის ხო კონდრაბანტა?
0 1 6