![ღვეზელი ვაშლით image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201402/2014021800424314014.jpg)
150 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ ერთ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ ერთი ცალი გათქვეფილი კვერცხი, ცოტა მარილი, 0.5 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დავაყაროთ ფქვილი, მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი და გავაჩეროთ 3-4 საათი; ცომი გავაბრტყელოთ მრგვალ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და ზემოდან წავუსვათ რომელიმე ხილის სქელი პიურე.
ავიღოთ 3-4 ცალი დიდი ვაშლი, გავთალოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და შემოვულაგოთ ნამცხვარს ირგვლივ (გვირგვინისებურად); ზემოდან მოვაყაროთ შაქრის ფქვილი, დარიჩინიდა შევდგათ გამოსაცხობად საშუალო სიმხურვალის ღუმელში. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ შაქრის პუდრი.
მასალა:
კარაქი-150 გრამი
შაქრის ფხვნილი-1 ჩაის ჭიქა
კვერცხი-1 ცალი
ცივი წყალი-0.5 ჩაის ჭიქა
ფქვილი-რამდენის დასჭირდება
პიურე-250 გრამი
ვაშლი-3-4 ცალი
დარიჩინი, შაქრის ფუდრი-გემოვნებით