x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
სახლში მომზადებული Nutella
ინგრედიენტები:

● რძე - 4 ჭიქა

● მიწის თხილი ან ნიგოზი - 3-4 სუფრის კოვზი

● შაქარი - 4 სუფრის კოვზი


● ხორბლის ფქვილი - 4 სუფრის კოვზი

● კაკაოს ფხვნილი - 6 სუფრის კოვზი

● კარაქი - 1 შეკვრა

● მარილი - 1/2 ჩაის კოვზი


სახლში მომზადებული Nutella


მომზადება:

თასში ავურიოთ კაკაო, ფქვილი და შაქარი. ნელ-ნელა დავუმატოთ რძე და ვურიოთ რათა კარგად გაიხსნას ყველაფერი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვეცადოთ მუდმივად ვურიოთ, რათა არ დაგვეწვას და კარგად მოიხარშოს. დუღილის დროს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მიწის თხილი (მე ნიგოზს გირჩევდით, რადგან მიწის თხილისაგან განსხვავებით ნაკლები ცხიმი აქვს და მოხალული უფრო მსხვრევადია და მიწის თხილივით არ იშლება), კარაქი, მარილი და კარგად ამოვურიოთ. ტკბილის მოყვარულებს შეუძლიათ დაუმატონ შაქარი და დაბალ ცეცხლზე ცოტა ხანი ადუღონ (შესქელებამდე). შესქელების შემდეგ შეგვიძლია გავაგრილოთ და...


გემრიელად მიირთვით


















0
2994
12-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
2994
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0