ადმინისტრაციული აღშფოთებული ინტერნეტ-მომხმარებლები რუსი პოლიციელის დასჯას მოითხოვენ(ვიდეო) 2014, 17 თებერვალი, 20:33 რუსეთის შ.ს.ს.-მ პირობა დადო, რომ მკაცრად დასჯის თავის თანამშრომელს, რომელმაც ეტლიან ბავშვიან ქალს ხელი გაარტყა და წააქცია, ინციდენტი ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის წინ იყო დამონტაჟებული.ვიდეო YouTube-ზე 14 თებერვალს დაიდო. ვიდეოზე ამოცნობილი იქნა პოლიციის პოდპოლკოვნიკი, "ომონის"პრეს-სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჟანა ოჟიმინა, მისი მეუღლე და მოზარდი ბიჭუნა-მათი შვილი.როგორც "Комсомольской правдa" იუწყება, ეს ინციდენტი გასული წლის ნოემბერში მოხდა, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ ახლა YouTube-ის საშუალებით გახდა ცნობილი.სასამართლოც გაიმართა, დაზარალებული ქალი ითხოვდა დაესაჯათ ინციდენტის მონაწილეები, მაგრამ უარი მიიღო.თანამშრომელს მხოლოდ მკაცრი ადმინისტრაციული საყვედური გამოუცხადეს.თუმცა საქმე კვლავ აქტუალურია, ჟანა ოჟიმინას იმის გამო კი არ დასჯიან, რომ ქმრის უხეში საქციელი არ შეაჩერა, არამედ იმიტომ, რომ დაზარალებურ ქალს მხრებზე უხეშად ჩამოქაჩა და დაუყვირა:"შენ შენ შვილთან ერთად ტყეში წაგათრევთ და იქ დაგმარხავთ".ჟანა შ.ს.ს-ში 1993 წლიდან მუშაობს, მაღალი თანამდებობის გარდა, მას მიჰყავდა ტელეგადაცემა "Петровка, 38". 128 3-ს მოსწონს |
ჩემი კომპის ბრალია პლეიერი დაზიანდა