საზოგადოება ველური ტრადიციები:სიყვარული და სექსუალური ცხოვრება არაბულ ქვეყნებში 2014, 16 თებერვალი, 17:29 ისლამურ სამყაროში გამოჩნდნენ ახალგაზრდა სექსოლოგები, ხოლო მათთან ერთად ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორია სექსუალური ცხოვრება დღეს არაბულ ქვეყნებში. ცოტა ხნის წინ, ლიბანში სამ დღიანმა კონფერენციამ თავი მოუყარა ოქსფორდის შესაბამისი სპეციალობის, კოლუმბიის უნივერსიტეტის და ბეირუთში ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, აგრეთვე ახალგაზრდა სასულიერო პირებს. პირველსავე სამუშაო დღეს ნათელი გახდა, რომ ისლამურ ქვეყნებში ის რომანტიული ინტიმური ცხოვრება, რომელიც "1001 ღამეშია" აღწერილი ძალიან შორსაა რეალობასთან. რასაც წაწყდებით ესაა სისასტიკე და სისხლიანი ძალადობა. ზოგიერთ არაბულ ქვეყნებში ჯერ კიდევ შემონახული შუა საუკუნეების ადათ-წესები, მაგალითად: სიძის ოჯახმა შეიძლება მოკლას პატარძლის მთელი ოჯახი, თუ ეს უკანასკნელი ქალწული არ აღმოჩნდა. ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში ასევე გავრცელებულია "მკვლელობა ღირსების გამო", გოგონას, რომელმაც დაკარგა ქალწულობა ქორწინებამდე, სიკვდილით სჯის საკუთარი ოჯახი. იორდანიაში ყოველწლიურად ამგვარი ფაქტის გამო 20 მკვლელობა ხდება, ხოლო იემენში - 400. როგორც მოგზაურები მოგვითხრობენ კუნძულზე არის სპეციალურად აშენებული "სიკვდილის კოშკი" სადაც ნავებით მიჰყავთ ქალწულობა დაკარგული ან ღალატში ეჭვმიტანილი ქალები. იქედან გადმოყრილი ქალების საშინელი, შემზარავი ყვირილი ხშირად ესმით ახლო სოფლებში და ადგილობრივ მეთევზეებს. მაროკოში, თუ ქალმა გააჩინა უკანონო შვილი, ჩვილს ართმევენ და სპეციალური თავშესაფარში გადაჰყავთ, ხოლო მისი ოჯახი იხდის ჯარიმას, დედას კი 6 თვით აგზავნიან ციხეში. არაბთა ქვეყანაში, სასტიკად ისჯება ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა. "ცისფერს" კასტრირებას უკეთებენ, ხოლო ლესბოსელს ენას აჭრიან და თავს პარსავენ. თუმცა კონფერენციაზე შემდგომი მუშაობისას გაირკვა, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით სტუდენტები, ცდილობენ ყველა ხერხით შეეწინაღმდეგონ მსგავს კანონებს, ამასთანავე ოფიციალური შუასაუკუნეების მორალი ხშირად არ შეესაბამება იმას, რაც ხდება დღეს ინტიმური სფეროში ისლამურ საზოგადოებაში. ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ, მაგალითად, ლიბანში, მხოლოდ 50% გოგონებისა გათხოვებისას არის ქალიშვილი და არავინ ხმაურობს ამ ამბავზე. უბრალოდ პატარძლის მამა გამოსასყიდის ნაწილ თანხას უბრუნებს სიძეს.კიდევ უფრო "აღვირახსნიელები" არიან ჩრ. აფრიკაში, იქ გაგებით ეკიდებიან ტემპერამენტიან არაბ ბიჭებს და გოგონებს, თუნდაც ვინმეს ჰარემიდან ჩუმად გამომძვრალი გოგო იყოს.რაც შეეხება ჰომოსექსუალიზმს. მდიდარი ოჯახებში 5 წლის ასაკიდან აფუჭებენ ბიჭუნებს, ხოლო ციხეებში დაუწერელი კანონია, ახალგაზრდა ყმაწვილს ჯერ ციხის დაცვა აუპატიურებს და შემდეგ კი პატიმრებს "გადაულოცავენ." დასასრულს, მონაწილეებმა გამოთქვეს აზრი, რომ ისლამური სამყაროში თანდათანობით შეინიშნება სექსუალური რევოლუცია. ამ მოვლენებს ხელი შეუწყო ათიათასობით ლტოლვილმა - ლიბანიდან და პალესტინიდან, რომლებმაც იმოგზაურეს მრავალ ქვეყანაში და იქ აითვისეს სხვა ცხოვრების წესი. ამის გარდა მრავალი არაბი ქალი ქმრებისგან უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდებიან და წარმატებას აღწევენ ბიზნესსა და პოლიტიკაში.და ბოლოს...ერთი საყურადღებო მინიშნება, რომელიც ეგვიპტელმა ჟურნალისტმა ევროპელ მიმომხილველებს განუცხადა:"მუსულმანურ სამყაროში ქალსა და მამაკაცს შორის სექსუალური ცხოვრება ჯერჯერობით ამ პრინციპით არსებობს-დამნაშავე ის კი არაა ვინც მოიპარა, არამედ ის, ვინც დაიჭირეს." 252 6-ს მოსწონს |
ქალი არც ადამიანის ჯიშად ითვლება და არც ცხოველის:(