x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გასაყიდი ცოლი:სიყვარული ვიქტორიანულ ეპოქაში

image ჯეკ მაკენას ნამდვილად არ გაუმართლა, საკმაოდ უიღბლო ცხოვრება ჰქონდა, მისი ცოლი მის საუკეთესო მეგობართან ერთად ამერიკაში გაიპარა, ქალიშვილი ტიფით დაავადდა და სიკვდილის პირას იყო, შემდეგ თვითონაც დასნეულდა ამავე ავადმყოფობით, ჯიბეში რამდენიმე შილინგიღა ჰქონდა, ავადმყოფობა თუ არა შიმშილი მოუღებდა ბოლოს.1892 წლის იანვარში "სამუშაო სახლში"(უპატრონო ღატაკები, რომლებიც სახელმწიფო შემწეობით ცხოვრობდნენ), რომელიც ლონდონის დეპტფორდის რაიონში მდებარეობდა, შევიდა კარგად ჩაცმული ქალბატონი და იკითხა ჯეკ მაკენა, როგორც გაზეთი Leeds Mercury-ი იუწყება იგი ჯეკის წინ მუხლებზე დაემხო და ტირილით პატიება ითხოვა, იგი მისი ცოლი აღმოჩნდა, ის კალიფორნიიდან დაბრუნდა, სადაც მისმა ყოფილმა მეგობარმა და ცოლმა კალიფორნიის ოქროს საბადოებიდან ბლომად თანხა დააგროვეს, მისი ყოფილი მეგობარი გარდაცვლილა, ცოლმა კი გადაწყვიტა პირველ ქმარს დაბრუნებოდა.მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ისაა, რომ მალე ცოლს ტიფი გადაედო და გარდაიცვალა, ჯეკი გადარჩა, ხოლო ცოლმა მას 62 ათასი ფუნტი სტერლინგი დაუტოვა. image
საიდუმლო ქორწილი ციხეში -ისინი შუაღამისას დაქორწინდნენ, 18 წლის მოლი დაუნსი თავისი ძმის მხრებზე შედგა, მისწვდა საკანში მყოფ შეყვარებულს, ხელი ჩასჭიდა და მღვდელმაც ისინი ცოლ-ქმრად გამოაცხადა, წერდა 1855 წელს North-Eastern Daily Gazette, მისი შეყვარებულს ბრალი ედებოდა მეტოქე მამაკაცის სასიკვდილოდ დაჭრაში, რომელიც მოლის დასდევდა და არ ასვენებდა, კონფლიქტის ერთადერთი მოწმე მოლი იყო, რომელსაც თავის შეყვარებულის წინააღმდეგ ჩვენება უნდა მიეცა, კანონის მიხედვით, გათხოვების შემდეგ მას უკვე აღარ შეეძლო ჩვენების მიცემა საკუთარი ქმრის წინააღმდეგ.ასე იხსნა მოლიმ შეყვარებული, მეორე დღეს, როდესაც კონსტებლმა საიდუმლო ქორწინების შესახებ გაიგო და მიხვდა რომ გააცურეს, "ბოლო ინფორმაციით, საწოლში ჩაწვა და კომაში ჩავარდა"-იუწყებოდა გაზეთი. დუელი ტარანტულებთან და მორიელებთან სიყვარულის გამო -1892 წელს მექსიკელს და ამერიკელს ერთი ქალი შეყვარდათ, რის გამოც წაეკიდნენ ერთმანეთს.მექსიკელი უმტკიცებდა ამერიკელს, რომ ის წარმოშობით მშიშარა ერის წარმომადგენელი იყო, გადაწყვიტეს დუელი გაემართათ, ხოლო გამარჯვებულს ქალი დარჩებოდა.მაგრამ დუელი უცნაური იყო, ამერიკელმა მექსიკელს შესთავაზა შესულიყვნენ ბნელ ოთახში, რომელიც ტარანტულებით და მორიელებით იქნებოდა სავსე.როგორც Western Mail-ი იუწყება მექსიკელი შეყოყმანდა, "მაგრამ იმის შიშით, რომ მხდალი არ გამოჩენილიყო, დათანხმდა".ბრძოლა დაიწყო, "კარი დაკეტილი იყო, მალე გაისმა მექსიკელის ყვირილი, რომ იგი დაკბენილია და კვდება-წერდა გაზეთი-კარი გაიღო, იგი ძლივს გამოვიდა და იატაკზე დაეცა".მისი მეტოქე ისე გამოვიდა ოთახიდან, რომ ერთი ნაკაწრიც არ ჰქონია, როგორც აღმოჩნდა არც მექსიკელი იყო დაკბენილი, იგი ბნელ ოთახში კედელზე ჩარჭობილ ლურსმანს გამოედო და იმით გაიკაწრა.image ქორწინება მიცვალებულთან- 1881 წელს ფლორიდაში შეყვარებული მამაკაცი დაქორწინდა მიცვალებულზე.იგი იყო ვაჭარი, მოგზაურობის დროს მან გაიცნო თავის ოცნების ქალიშვილი, თუმცა გოგონა ჭლექით დაავადდა, მამაკაცმა მაინც შესთავაზა ცოლობა ქალიშვილს, გოგონამაც თანხმობა განაცხადა, თუმცა ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე საპატარძლო გარდაიცვალა."მაგრამ ამის შემდეგ მოხდა საოცრება და ამასთანავე მართებული იქნება ვთქვათ, რომ ყველაზე სამარცხვინო ამბავი"-იუწყებოდა Illustrated Police News-ი.ბრედლიმ საზეიმოდ დადო ფიცი, რომ გოგონას გაუთხოვარს არ დაასაფლავებდა, მისი კუბო ეკლესიაში გადაასვენეს, მოძღვარმა მოწმეების თანდასწრებით ჯერ საქორწინო ცერემონიალი ჩაატარა, შემდეგ კი დასაკრძალი რიტუალი მიაყოლა.imageუქციონი:გასაყიდი ცოლი -ვიქტორიანულ ეპოქაში, თუ არ ჩავთვლით მდიდრებს, გაყრა ჩვეულებრივი მოკვდავთათვის მიუწვდომელი ოცნება იყო, ალბათ ამით აიხსნება, მაგრამ არც ამართლებს შავი მუშის გადაწყვეტილებას სტარკსტედსიდან, (ლანკაშირის საგრაფო)რომელიც დაიღალა ცოლ-ქმრული ცხოვრებით, ძველი ინგლისური ტრადიციისთვის მიემართა.მან გადაწყვიტა ცოლი აუქციონის მეშვეობით გაეყიდა.აუქციონი მან საკუთარ სახლში მოაწყო, "მიხედავად სოლომონის მოძღვრებისა, რომ ქალი ლალის ქვაზე ძვირფასია, მიუხედავად იმისა, რომ აუქციონზე უამრავი ხალხი შეიკრიბა, ყველაზე დიდი შეთავაზებული თანხა მხოლოდ 4 შილინგი იყო"-, იუწყებოდა Sheffield and Rotherham Independent-ი 1879 წელს.გამყიდველს ცოლთან ერთად ბონუსად 3 შვილის დამატებაც უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.სხვათა შორის ცოლი მეზობელმა იყიდა.როგორც გაზეთი იუწყებოდა "ქალი სიხარულით გადავიდა თავის ახალ პატრონთან და აშკარად სჩანდა, რომ კმაყოფილი იყო, რომ მოშორდა თავის სენიორს".

4
345
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
345
  
2014, 16 თებერვალი, 13:49
ცუდ გუნებაზე თუ ხარ...ცუდია და თუ ამ სტატიამ ოდნავ გამოგისწორა ხასიათი მიხარია
2014, 16 თებერვალი, 13:36
ცუდ გუნაბეზა მყოფი გამახალის ამ სტატიამ
2014, 16 თებერვალი, 13:34
მადლობა გაიხარე
2014, 16 თებერვალი, 13:27
ძალიან საინტერესო სტატიაა.
0 1 4