საზოგადოება ქვეყანა სადაც საშუალოდ 15 წელი ცოცხლობენ 2014, 15 თებერვალი, 13:16 უგანდა-ეს გახლავთ სახელმწიფო სამხრეთ აღმოსავლეთ აფრიკაში.იყო ბრიტანეთის კოლონია, დამოუკიდებლობა 1962 წლის 9 ოქტომბერს მოიპოვა, მას შემდეგ ქვეყანაში მუდმივად ხდება შეიარაღებული კონფლიქტები, ბოლო წლებში იქ მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი ლორდის წინააღმდეგობრივი არმიის წინააღმდეგ, რომელმაც ათასობით ადამიანი შეიწირა და მილიონობით ლტოლვილი გააჩინა. უგანდა ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი ქვეყანაა მსოფლიოში, ქვეყნის 37, 7% ცხოვრობს დღეში 1.25$-ად, 1992 წელს მდგომარეობა უფრო უარესი იყო- სიღატაკეში 56% ცხოვრობდა, 2005 წელს 31%, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აქტიურად მიდის ბრძოლა სიღატაკის წინააღმდეგ, სოფლებში მაინც მოსახლეობის 85% ღატაკია.უგანდაში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წელია-ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ასე ხანმოკლე სიცოცხლისა ისაა, რომ ადამიანებს უბრალოდ არა აქვთ ფინანსური საშუალება, რომ ცხოვრება განაგრძონ. 624 6-ს მოსწონს
|