x
image
ონოფინტე
ჩაი

imageჩაის სმა ყველას უყვარს, დიდს და პატარას, მოხუცსა და ახალგაზრდას, მაგრამ ჩაის დაყენება (მოხარშვა) ბევრმა არ იცის.

ჩაი ნაზი დელიკატური პროდუქტია და მისი დაყენება აუცილებელია წესების ზუსტი დაცვით.

მნიშვნელობა აქვს როგორ ვინახავთ ჩაის ოჯახის პირობებში. მშრალი ჩაის შენახვა უმჯობესია ფაიფურის ან მინის ჭურჭელში, ჰერმეტულად დახურული სახურავით; ჭურჭელი უნდა მოვათავსოთ თბილ, მშრალ, ადგილას, რომელიც ხშირად ნიავდება. ცუდად შენახულ ჩაის სწარაფად ეკარგება თვისება.

ჩაის მოსახარშად უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ახლად ადუღებული წყალი. ფაიფურის ჩაიდანს გამოვავლოთ მდუღარე წყალი. ჩავყაროთ ჩაიდანში მშრალი ჩაი (დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე), დავასხათ მდუღარე წყალი, დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 5-10 წუთი. ამის შემდეგ კოვზით მოურიოთ, დავამატოთ წყალი და კიდევ გავაჩეროთ 3-5 წუთი. თუ ჩაის შენარჩუნებული აქვს სიმაგრე და არომატი, მეორედ ხმარებისას შეიძლება დაემატოს მხოლოდ მდუღარე წყალი.

10
172
14-ს მოსწონს
ავტორი:ონოფინტე
ონოფინტე
172
  
2014, 24 თებერვალი, 23:18
აუ არ ჩამიშხამა ნაწერი :D :D
2014, 24 თებერვალი, 23:06
რაც მთავარია ჩაის ნაყენი არ უნდა გამოიყენოთ 8 საათის გასვლის შემდეგ,სტატიაში გიწერია რომ შეგიძლია წყალი დაამატო ნაყენსო,ეს არ შეიძლება შხამები გამოაქვს,ერთ ჯერზე უნდა დაასხა იმდენი რამდენიც ყველა მსურველს ეყოფა და თუ კიდე გინდა რომ დალიო წყალი საკმარისად უნდა იყოს:)))))
მე ჩაის მოყვარული ვარ და ......................:))))))))
2014, 15 თებერვალი, 14:24
ვერ ვიტან ასაწონს
2014, 15 თებერვალი, 14:20
დასაყენებელია კარგი და ნამდვილი აბა ერთჯერადები ნამდვილი ქიმიაა და ნაწლავურ ინფექციებს იწვევს.მე ყოველთვის ასაწონს ვყიდულობ
2014, 15 თებერვალი, 0:14
თანაც დასაყენებელი ჩაი არ მიყვარს
2014, 15 თებერვალი, 0:12
ხო გააჩნია ყველა თავისებურად აკეთებს მაგრამ ეს მეთოდიც არაა ცუდი :D
2014, 15 თებერვალი, 0:11
:-) მე ჩემი მეთოდიმაქვს
2014, 15 თებერვალი, 0:10
არარფერს.
2014, 15 თებერვალი, 0:10
მადლობააა ლეელ გაიხარეეე :)
2014, 15 თებერვალი, 0:09
100+
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10