x
image
K.P.
კახი კალაძემ მეუღლეს სიყვარული პირდაპირ ეთერში აუხსნა

imageკახა კალაძისა და ანუკი არეშიძის წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. კახი ფეხბურთელი, ბიზნესმენი და ახლა უკვე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი გახლავთ, ანუკი კი მოდელი და დიზაინერია. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ იტალიაში გაიცნო. დამწყები მოდელი კახის ჩააბარეს, ყურადღება მიაქციეო... წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია, თუმცა ამას მათი ურთიერთობისათვის ხელი არ შეუშლია. წყვილს სულ ცოტა ხნის წინ მესამე ვაჟი შეეძინა, რომელსაც ვაჩე დაარქვეს. წყვილს კიდევ ორი ვაჟი ჰყავთ ლევანი და კახა.

image

14 თებერვალს კახი კალაძემ მეუღლეს ანუკი არეშიძეს ვალენტინობა პირდაპირ ეთერში მიულოცა. "ანუკა მინდა მოგილოცო დღევანდელი დღე, პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან მიყვარხარ და ვარ უბედნიერესი ადამიანი, იმიტომ რომ ღმერთმა შენი თავი მაჩუქა. ძალიან დიდი მადლობა შენ, შენი დამსახურებაა სამი ანგელოზი, რომელიც მე მაჩუქე. მე ვარ უბედნიერესი მამა, რომ მყავს ასეთი ოჯახი და მინდა კიდევ ერთხელ იცოდე, იყო დარწმუნებული იმაში, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც მე გამაჩნია ამ ქვეყანაზე ეს ხარ შენ და ჩვენი პატარები, ჩვენი ოჯახი. მიყვარხარ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ"-განაცხადა კახიმ. მეუღლის თბილმა სიტყვებმა ანუკის გული აუჩუყა და ცრემლების განმო მაყურებელს ბოდიშიც მოუხადა. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

0
178
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0