x
image
worldsport.ge
“დინამოს” ჰოლანდიელი შეემატა

imageთბილისის “დინამომ” ჰოლანდიელი მცველი იანს იენსე დაიმატა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესსამსახური იუწყება.
27 წლის იანსე “დინამოში” გადასვლამდე ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის “კორდობაში” გამოდიოდა, რომლის რიგებშიც მიმდინარე სეზონში 11-ჯერ ითამაშა. 2005-2010 წლებში ის “ვილემ II”-ში ასპარეზობდა და ჰოლანდიის ერედივიზიონში ჩატარებულ 103 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. 2010-2013 მან “ბრედაში” 58 შეხვედრა გამართა.
2005-2007 წლებში იენსემ ჰოლანდიის 21-წლამდელთა ნაკრებში 2-ჯერ ითამაშა.
სხვათა შორის, იენსე პირველი ჰოლანდიელი ფეხბურთელია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშებს.
ფოტო fcdinamo.ge

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
49
1-ს არ მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0