x
image
lady.ge
წყვილების შეთავსება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ვის ეწყობა ლომი?



image


ლომი ქალი ვერძი კაცი


საკმაოდ კარგი კავშირია, თუკი ვერძი კაცი თავისი დაუფიქრებელი და იმპულსური საქციელით თავმოყვარეობას საქვეყნოდ არ შეულახავს ლომს. ამ შემთხვევაში ცხოველთა დედოფალი ნაკლებად შესძლებს აპატიოს მას ეს "მდაბიო" საქციელი.

ლომი კაცი ვერძი ქალი



ერთერთი საუკეთესო კავშირია ვერძისთვის. მამაკაცი ლომი ის მამაკაცია, რომელთანაც ქალი ვერძი თავს მართლა ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს. მართალია ამ ორის ცხოვრება კინკლაობების გარეშე არ ჩაივლის ლომის ეჭვიანობის და მესაკუთრეობის გამო, მაგრამ ეს წვრილმანებია.


ლომი ქალი კურო კაცი

ერთ-ერთი საკმაოდ რთული და პრობლემური კავშირია. ბუნებით ფუფუნების მოყვარული ლომი ქალი, გამუდმებით მოითხოვს კუროსგან ფინანსურ მხარდაჭერას, კურო კი ვერ იგებს რატომ უნდა დახარჯოს მილიონები ვიღაც "ფაბერჟეს" მიერ მოხატულ კვერცხებში, როცა ამის მეოთხედი თანხით კარგი რესტორნის დახურვა შეუძლია მეგობრებთან ერთად. თავად ხვდებით ალბათ, ამ წყვილის ურთიერთობა შორს ვერ წავა.


ლომი კაცი კურო ქალი

ამ შემთხვევაში საქმე შედარებით უკეთაა. რადგან კურო ქალის მომხიბვლელობა, სექსუალურობა, ასევე თვისება არასოდეს გააწყვეტინოს საუბარი მამაკაცს და ყოველთვის მომხიბვლელი ღიმილით ისმინოს მისი სისულელეები, ლომზე მომაჯადოებლად მოქმედებს, მოჯადოებული ლომის მართვას კიდევ რაღა უნდა?


ლომი ქალი ტყუპი კაცი

ასეთი წყვილი ძალიან კარგად გაიკვალავს გზას შოუ-ბიზნესის სფეროში. მთლად უკეთესი თუ ლომი მომღერალი, მოდელი ან მსახიობია, ტყუპი კი მისი იმპრრესარიო ან ჟურნალისტი რომელიც მის შესახებ ქება-დიდებით სავსე სტატიებს დაწერს. ზოგადად არ არის ეს ცუდი კავშირი, მთავარია ტყუპის ხასიათში დამახასიათებელმა უპასუხისმგებლობამ ძალიან არ გააბრაზოს ჯუნგლების დედოფალი.

ლომი კაცი ტყუპი ქალიimage
საკმაოდ კარგი კავშირია. ტყუპი ქალის მომხიბვლელობას, ქალურობასთან შერწყმულ ბავშვურ თვისებებს და მრავალმხრივობას, ძალიან ადვილად შეუძლია ლომის მოჯადოება. ერთადერთი პრობლემა ტყუპის პერიოდული სიცივეა, რაც ამ ნიშანს საერთოდ ახასიათებს, ლომს კი მოგეხსენებათ სითბო სჭირდება, რაც მეტი მით უკეთესი.


ლომი ქალი კირჩხიბი კაცი

საკმაოდ კარგი წყვილია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კიბო შეეცდება აკონტროლოს თავისი ეჭვიანი და მესაკუთრული ბუნება, ლომი ქალის მიმართ რომელიც ბუნებით აქტიური და ეპატაჟური ფიგურაა, სხვამხრივ ყველაფერი კარგადაა, ლომს მოსწონს როცა ანებივრებენ სითბოთი, მზრუნველობით და საჩუქრებით, რაც მას კირჩხიბთან ნამდვილად არ მოაკლდება.

ლომი კაცი კირჩხიბი ქალი

საკმაოდ კარგი წყვილია. მით უმეტეს თუ კიბო ქალი არ მიეკუთვნება ტიპიურ კირჩხიბთა რიცხვს. ლომს მოსწონს მასზე სუსტ, დაუცველ და სათუთ ქალებზე ზრუნვა, კირჩხიბი ქალი კი ზუსტად ასეთია როცა მას ამ როლის მორგება სურს.


ლომი ქალი ლომი კაცი


მათგან შეიძლება საკმაოდ დინამიური, მეგობრული და მყარი წყვილი დადგეს. ისინი ბევრს მიაღწევენ ცხოვრებაში ერთად, ერთმანეთის პატივისცემის და თანადგომის ხარჯზე, თუმცა ფიზიკურად და სექსუალური თვალსაზრისით მათ შორის ვნება მალე ქრება.

ლომი ქალი ქალწული მამაკაცი


საკმაოდ კარგი წყვილია, მით უმეტეს თუკი მათი ქორწინება უფრო გვიან ასაკში შედგება. ფუფუნების მოყვარული ლომისთვის ქალწულს შეუძლია საუკეთესო და მდიდრული ბექგრაუნდის შექმნა და მისი უზრუნველყოფა საუკეთესო პირობებით. აქედან გამომდინარე ლომი ნამდვილად არ წააგებს ამ კავშირით.


ლომი კაცი ქალწული ქალი


საკმაოდ ხშირი და მყარი წყვილია. ქალწული შესანიშნავად ახერხებს ტაქტიანად მართოს უფროსობის მოყვარული ლომი. ლომისთვის კი ქალწული ცოლის გარდა საუკეთესო მეგობარი, მრჩეველი და თანამოაზრეა.


ლომი ქალი სასწორი მამაკაცი


ძალიანკარგი წყვლია, მით უმეტეს თუ მათი მოღვაწეობის სფერო ხელოვნება და შემოქმედებითი საქმიანობაა. ისინი შეძლებენ ერთობლივი პროექტების შესანიშნავად რეალიზებას. ერთადერთი პრობლემა ეს სასწორის მერყევი ხასიათი, რაც ლომ ქალს ნამდვილად არ მოუვა თვალში პერიოდულად.


ლომი კაცი სასწორი ქალი


ძალიან კარგი წყვილია. შეიძლება ითქვას იდეალურიც კი. ლომისთვის სასწორი ცოლი ნამდვილი საჩუქარია. რბილი, ქალური, ტაქტიანი, დახვეწილი მანერების მქონე. იგი იამაყებს საკუთარი მეორე ნახევრით და ნებისმიერ სურვილს უყოყმანოდ შეუსრულებს მას.

ლომი ქალი მორიელი მამაკაცი

ძალიან რთული, ემოციებით და ვნებებით სავსე კავშირია. ეს არის ფატალური სასიყვარულო თავგადასავალი, რომელშიც ტემპერატურა ძალზე მაღალია და არავინ იცის რით დამთავრდება ბოლოს. შედეგები კი შეიძლება ძალზე სავალალო იყოს. თუმცა ლომიც და მორიელიც თამამად ჩადის ფსონს და რისკავს.


ლომი კაცი მორიელი ქალი

მათ შორის კვადრატული დაპირისპირებაა, ამიტომ ამ ორის ურთიერთობა ვერასოდეს იქნება მშვიდი. განსაკუთრებით კი ამ მხრივ ლომი დაიტანჯება, მორიელი ქალის იდუმალი ბუნების გამო. ლომი მესაკუთრეა, მორიელი კი არასოდეს მისცემს მას იმის საფუძველს ბოლომდე იყოს მასში დარწმუნებული.

image

ლომი ქალი მშვილდოსანი კაცი


შესანიშნავი წყვილია. მათ საერთო მსოფლმხედველობა და ტემპერამენტი აქვთ. სექსშიც ფანტასტიურად უგებენ ერთმანეთს.ერთადერთი პრობლემა რაც შეიძლება შეიქმნას, ეს მშვილდოსნის "ქრონიკული მექალთანეობაა" რასაც ლომი ნაკლებსავარაუდოა რომ ვინმეს აპატიებს.ასე რომ მშვილდოსნებო, ფრთხილად!!


ლომი კაცი მშვილდოსანი ქალი


ძალიან რომანტიული, ემოციური და ლამაზი წყვილია. მათი სიყვარული შესაძლოა წლების მანძილზე არ გახუნდეს და მეტი და მეტი ფერები შეიძინოს. ისინი საუკეთესო მეგობრები და მეუღლეები არიან, მთავარია ლომმა ზედმეტად არ შეზღუდოს მშვილდოსნის თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობა.


ლომი ქალი თხის რქა კაცი


საკმაოდ რთული, თუმცა შესაძლო კავშირია. განსაკუთრებით გვიან ასაკში, როცა ლომი უკვე დაღვინებულია. თხის რქა კი ცხოვრებაში ადგილდამკვიდრებული და საიმედოდ ფესვგადგმული. მათი ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზე იქნება აგებული და ოჯახიც საკმაოდ მყარი გამოვა.


ლომი კაცი თხის რქა ქალი


კარგი წყვილია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუკი ლომი კარიერას იკეთებს. თხის რქა ცოლი მას ყოველმხრივ დაეხმარება და ხელს შეუწყობს საოცნებო მიზნების მიღწევში, რითიც შემდგომში ქმარზე არანაკლებად იამაყებს.


ლომი ქალი მერწყული მამაკაცი


მათ შორის ოპოზიციაა, როგორც ზოდიაქალური ისე გადატანითი მნიშვნელობით. ისინი ძალიან განსხვავებულები არიან. ლომ ქალს არ მოსწონს მერწყულის ზედმეტი თავისუფლება. მერწყულს კი ლომის ეპატაჟურობა აღიზიანებს


ლომი კაცი მერწყული ქალი


რთული კავშირია, თუმცა ხშირად შემხვედრია მე პირადად. ლომისთვის საკმაოდ რთული იქნება მერწყული ცოლის ჩარჩოებში მოქცევა. თუ საერთოდ მოახერხა მან ეს. თუმცა მერწყულის თვისება არასოდეს იბრძოლოს ღიად, ლომთანაც ჭრის და იგი მაინც ახერხებს თავის ჭკუაზე იაროს, ქმრის დიქტატურის მიუხედავად.


ლომი ქალი თევზი კაცი


საკმაოდ კარგი კავშირია. პოზეტური, სათუთი და მოსიყვარულე თევზები, ქალ ლომს დედოფლად აგრძნობინებს თავს. მეტი კი აბა რა სჭირდება ჯუნგლების დედოფალს? მთავარია თევზი უიმედოდ არ იყოს "ბოთლს დამეგობრებული" და ამ წყვილს ყველაფერი კარგად ექნება.


ლომი კაცი თევზი ქალი


საკმაოდ ხშირი და მეტ-ნაკლებად წარმატებული კავშირია, განსაკუთრებით მაშინ თუ თევზი თავისი ზოდიაქოს ტიპიურ წარმომადგენელთა რიცხვს არ განეკუთვნება. ქალთევზას რბილი ხასიათი, ძალიან მოქმედებს ლომზე. აქედან გამომდინარე დროთა განმავლობაში, იგი მშვენივრად სწავლობს ლომი ქმრით მანიპულირებას.

22
29454
11-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
29454
  
2015, 6 აპრილი, 13:25
ვარ ქალწული მამაკაცი :)))))
2013, 4 ოქტომბერი, 19:36
ვეძებ ქალწულ მამაკცს :DD
2013, 2 აგვისტო, 18:50
ე.ი ლომი მოვძებნოოოოო??:D ვაი ლომო მიფრთხილდიიიი:D
2013, 22 თებერვალი, 18:02
ლომი კაცი და ქალწული ქალი :D
2013, 12 იანვარი, 15:51
ლომი ქალი ქალწული მამაკაცი :D უკომენტეროოდ
2013, 12 იანვარი, 15:44
ლომი და კუროო 100% იანიაა გაითვალისწინეეეტთ
2012, 21 აგვისტო, 17:03
მეც
2012, 15 ივლისი, 19:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარრია-ის კომენტარზე
2012, 12 ივლისი, 10:37
მე ვარ ლომი :D:P
2012, 10 ივნისი, 12:49
აბსოლიტურად ემთხვევა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10