საზოგადოება 14თებერვალი -ვალენტინობა 2014, 14 თებერვალი, 11:30 ამბობენ ეს დღე სიყვარულის დღეაო, მაგრამ ნაკლებად ვიზიარებ, ალბათ იმიტომ რომ არც პირდაპირ და არც გადატანითი მნიშვნელობით მე ეს დღე არ მეხება:):):)ეს იმიტომ არა რომ მე სიყვარული არ შემიძლია, პირიქით იმაზე მეტადაც კი შემიძლია ვიდრე საერთოდ სიყვარული წარმოუდგენია ვინმეს, უბრალოთ ჩემი სიყვარული ჯერ არავის ჭირდება, აი ისეთი სიყვარული 14თებერვალთან რომ ასოცირდება…იმასაც ამბობენ რომ ეს ღვთის საჩუქარიაო და ამას ვეთანხმები და არ ვუარყოფ, ველოდები ამ საჩუქარს მეც, რაც უფრო “ლამაზი” და “გემოვნებით” შეფუთული იქნება მით უკეთესი.გილოცავთ ყველას ვინც ამ წამს გრძნობთ ისეთ სიყვარულს, ამ დღეს რომ უხდება …და მაინც მე ყველა ის დღე მგონია სიყვარულის როცა, გხედავს და თვალები უნათებს, ლოყები უვარდისფერდება და ხელები ოდნავ უცივდება, უბრალოთ ყველა ის დღე როცა გულწრფელად და მთელი სითბოთი გეუბნება: მიყვარხარ…. 97 13-ს მოსწონს
|