ჩვენს რეალობაში ტატუ და პირსინგი აქტუალური გახდა და
მოზარდებისთვის იგი თავის მორთვის ყველაზე მოდურ საშუალებად იქცა. მთავარი მოტივი,
რაც ამოძრავებთ გაკეთებისას ისაა, რომ იყვნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში, იყვნენ
განსხვავებულები და ორიგინალურები.ამიტომაც სხეულის სხვადასხვა ნაწილს, სხვადასხვა
სახის ნახატებით იფარავენ, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე იმაგრებენ საყურეს, რომელიც
რეალურად მხოლოდ ყურთან ასოცირდება. ახალგაზრდები თვლიან რომ ეს ახალია და რომ რაღაც
სიახლეს ნერგავენ საზოგადოებაში, თუმცა ეს ესე სულაც არარის.აფრიკაში, შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში უძველესი დროიდან ქალები სხეულზე იხატავდნენ გამოსახულებებს, რომლებიც, მათი აზრით, უბედურებას იცილებდა და ბედნიერებას იზიდავდა.
მტკივნეულთან ერთად ეს პროცესი სახიფათოცაა.ჩატარებული
კვლევების საფუძველზე დაადგინეს რომ გამოყენებულმა მელანმა შეიძლება მნიშვნელოვნად
დააზიანოს და შეარყიოს ადამიანის ჯანმრთელობა, რაც გამოიხატება ვირუსებში, ინფექციებში, შეიძლება
მოახდინოს ალერგიული რეაქციაც. ეს ინფორმაცია რამდენად ცნობილია ახალგაზრდისთვის, რომელიც
ტატუს იკეთებს არვიცი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ალბათ ახალგგაზრდული თავაშვებულობა იმარჯვებს.
კარგი იქნება ყველამ გაიგოს და დაიჯეროს, რომ თუ შენი
თავი არ გაკმაყოფილებს და არ მოგწონს შენი გარეგნობა, ამ გზით რაიმეს შეცვლა შეუძლებელია.
ცვლილებები სულ სხვა გზით და მეთოდებით უნდა დაიწყო, მაგალითად საკუთარი თავის სწორად
შეფასებით, სწორი თვითკრიტიკით, გაიგო რა ცვლილებას ითხოვს შენი სული თუ სხეული და რამდენად
შეგიძლია მისი შეცვლა, როგორ შეიძლება ეს რომ გააკეთო და არა მსგავსი მკრეხელობით, როგორიც
ტატუ და პირსინგია. ყველაფერთან ერთად ის დროთა განმავლობაში მოსაბეზრებელი ხდება, ადამიანში
აგრესიას იწვევს და გამოსავალი არ არსებობს, პირსინგის შემთხვევაში მას ნებსმიერ ეტაპზე
მოიხსნი და დამთავრდება, ხოლო ტატუ სამუდამო დაღს გასვავს, ის აფუჭებს და აბერებს კანს.
ეკლესია გმობს მსგავს ქმედებას, რადგან ის აღიარებს ბუნებრიობას
და ადამიანს იღებს იმ სახით როგორადაც ის უფალმა შექმნა, ყოველგვარი ცვლილება საკუთარი
ნებით მიღებული, მითუმეტეს პირსინგი და ტატუ იკრძალება ქრისტიანული რელიგიის მიერ.