საზოგადოება ბექჰემების ოჯახური არდადეგები 2013, 25 აგვისტო, 12:42 ზაფხული ეს ის პერიოდია, როცა ყველა ცდილობს დაძაბული სამუშაო გრაფიკი ცოტახნით მაინც მიატოვოს და შვებულება მისთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად, სასიამოვნო გარემოში გაატაროს . მეტნაკლებად ამას ყველა ადამიანი ახერხებს. განსაკუთრებით ყურადღების ცენტრშია ცნობილი ადამიანების საშვებულებო არდადეგები, რადგან მათი ყოველი ნაბიჯი საზოგადოებისთვის მუდმივად საინტერესოა.სწორედ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახი, დეივიდ და ვიქტორია ბექჰემების, არდადეგებს კალიფორნიაში ატარებენ. იქედან გამომდინარე რომ მათი ოჯახი ოთხი ბავშვისგან შედგება, დროის დიდ ნაწილს პარკში ატარებენ, სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონზე და როგორც ჩანს არამხოლოდ ბავშვები, მშობლებიც სასიამოვნოდ ერთობიან ამ ყველაფრით. პაპარაცებმა ისინი ლოს ანჟელესში, დისნეილენდში გადაიღეს. 29 10-ს მოსწონს
|