საზოგადოება პირველი ემოცია 2013, 20 ივნისი, 12:01 ქორწინების თემაზე უამრავი ნიუსი დადებულა და მე არ ვაპირებ ისევ განვმეორდე მსგავსი სტატიით, მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც თან ახლავს ქალის და მამაკაცისთვის, ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ანუ ქორწილს.ეს დეტალი კი პირველი რეაქციაა მამაკაცის, რომელიც პირველად ხედავს საქორწილო კაბაში მის საყვარელ ქალს, როგორც წესი მას წინასწარ ეკრძალება საპატარძლო კაბის ნახვა. თქვენ გინდ ცრუ რწმენას დააბრალეთ და გინდაც უბრალოდ ტრადიციას, მაგრამ ამბობენ რომ ეს წყვილისთვის წარუმატებლობის მომტანი იქნებაო. ამიტომაც სწორედ ქორწინების დღეს ხდება პირველად საქმროსთვის ამ ყველაფრის ხილვა და მისი პირველი ემოციაც ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესო კადრია ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულად აფიქსირებენ სწორედ ამ მომენტს, რაც ძალინ საინტერესოა, ამაში თავად დარწმუნდებით. 172 20-ს მოსწონს
|