საზოგადოება მის საქართველო 2013 ანა ზუბაშვილი 2014, 11 თებერვალი, 20:46 საქართველომ 2013წლის ყველაზე ლამაზი გოგო გამოავლინა, რომელიც ქვეყნის სახელს მის მსოფლიოზე გაიტანს. ანა ზუბაშვილი, წითური ლამაზმანი 1993წლის 11ოქტომბერს დაიბადა. სწორედ ის გახდა ჟიურის წევრების რჩეული.როგორც ყოველი მის საქართველოს შემდეგ, 2013წლის გამარჯვებულმაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, აკრიტიკებენ ორგანიზატორს ია კიწმარიშვილს, ჟიურის წევრებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას თუ ვინ იქნება ქართველი ქალის სახე მის მსოფლიოზე . აგერ უკვე რამდენი წელია ქართველი ერისთვის მისაღები კანდიდატურის შერჩევა ვერ მოხერხდა, ან უბრალოდ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ მიდიან გოგოები, რომლებიც ნამდვილად შეიძლება ღირსეული სილამაზის მატარებლები იყვნენ, ასეთ გოგოებს ძალინ ხშირად ვხვდებით უბრალოდ ქუჩაშიც კი, თუმცა კონკურსში სულ სხვა სახეებს ვხედავთ, ნაკლები სილამაზით, ინტელექტით და შარმიანობით, ეს სამი კი მთავარია იმისთვის, რომ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდე.რამდენად შეძლებს 20წლის ანა ზუბაშვილი მის მსოფლიოზე წარმატების მიხწევას ამას მოგვიანებით გავიგებთ, მანამდე კი გთავაზობთ მის ფოტოებს... 735 14-ს მოსწონს
|