x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
ადმინისტრაციას ვთხოვ არ დაბლოკოს და ყველას გთხოვთ წაიკითხოთ!
image2011 წელს ნორვეგიაში დატრიალებულ ტრაგედიას ერთადერთი ქართველის თამთა ლიპარტელიანის სიცოცხლე შეეწირა.სამწუხაროდ მისი დაცვა ამ დიდი უბედურებისგან ვერავინ შეძლო, სასწავლებლად წასული უჭკვიანესი და ულამაზესი გოგო ერთი, სულში ეშმაკ ჩასახლებული ადამიანის ახირების მსხვერპლი გახდა. ზუსტად ორი წლის შემდეგ მის ოჯახს კიდევ ერთი უბედურება სჭირს, თამთას დეიდაშვილს, რომელიც მის მსგავსად დეიდისერთაა, ლეიკემია აქვს და საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება:100 000 დოლარი. თამთა და მაია დებივით იზრდებოდნენ. მაიამ შეძლო ბავშვიბაში დაემარცხებინა ეს დაავადება და ცხოვრება გაეგრძელებინა. ძალიან აქტიური და სიცოცხლით სავსე ადამიანია, როგორც ამას მასზე ამბობენ, მე მას არ ვიცნობ, მეც ისევე გავიცანი იგი, როგორადაც თქვენ ეხლა ჩემი ამ სტატიით გაიცნობთ, მე შემძრა ამ ოჯახის ტრაგედიამ და მე არ შემიძლია სხვა სახის დახმარება გავუწიო მას, მაქვს სურვილი, მაგრამ არ მაქვს შესაძლებლობა, ერთადერთი საშუალება რითაც შემიძლია ამ გოგოს დავეხმარო, მხოლოდ ისაა რომ მასზე ინფორმაცია მივაწოდო ამ გზით ადამიანებს და იქნებ ამ გზით რამე გამომივიდეს. ჩვენ არ შეგვეძლო გადაგვერჩინა თამთა, დღეს კი უფალი გვაძლევს საშუალებას მას ყველაზე საყავრელი ადამიანი გადაურჩინოთ.

მაია 1987წლის 10 ოქტომბერს დაიბადა. ის მთელი ბავშვობა ებრძოდა ამ მძიმე დაავადებას და მხოლოდ ცხრა წლიდან შეძლო ნორმალური ცხოვრების დაწყება, ექსტერნად ჩააბარა საგნები და მის კლასელებს შეუერთდა.მაია ცდილობდა გაეცნობიერებინა რატომ უყურებდა ბედნიერებისგან თვალცრემლიანი სახით ყველა, რატომ იწერდა ირგვლივ ყველა პირჯვარს მისი დანახვისას და ღმერთს მადლობას სწირავდა მისი გადარჩენისათვის. მაია აქტიურ ცხოვრების იმ რიტმით აჰყვა, რაც მისი ჯანმრთელობისთვის არც თუ ისე სახარბიელო იყო, დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, შემდეგ მაგისტრატურა, შემდეგ ერთ დილასაც იღვიძებს და მუდმივად აღმოსავლური კულტურით მოხიბლული გადაწყვეტს არაბული ენა ისწავლოს. გადაწყვეტილების შესრულებას წლები მოანდომა და ბოლოს დამასკოში, სირიაში არაბული ენის კურსებიც გაიარა. ქვეყანაში, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის ალბათ საშიშიც იყო, მაგრამ ეს ხდება დაახლოებით 10-12 წლის შემდეგ, როცა მისი გამოჯანრთელებიდან რეციდივის განმეორების შანსი უკვე გასული იყო. საქართველოში დაბრუნებული ამზადებს მოსწავლეებს ინგლისურსა და არაბულში, მუშაობდა არაბულ-ქართულ კომპანიაში, ფიქრობს დოქტურანტურაზე სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო დიპლომატიის კუთხით და ცდილობს მაქსიმალურად მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება.თუმცა დღეს მას ისევ შეახსენა მისმა დაავადებამ თავი და დღეს უკვე ბავშვობისგან განსხვავებით ის აცნობიერებს თავის მდგომარეობას და იმას თუ რა შედეგი მოყვება ოპერაციის გაუკეთებლობას.

უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ნუ იქნებით გულგრილი და სხვებზე მინდობილი, ნუ გაწირავთ...


უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ნუ იქნებით გულგრილი და სხვებზე მინდობილი, ნუ გაწირავთ...



საბანკო რეკვიზიტები:

სს "თიბისი ბანკი"
საბანკო კოდი: TBCBGE22
ა/ნ: GE38 TB76 6654 5161 6000 02
მიმღები: მაია მიქაუტაძე

TBC Pay-ს ნებისმიერი აპარატი: პ.ნ 60001115281, დაბადების თარიღი10.10.1987წ.

მაგთისა და ბილაინის ნომრიდან:
09 01 70 00 56

imageimage

3
293
19-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
293
  
2013, 10 ოქტომბერი, 17:30
დავეხმაროთ. ვის როგორც შეგვიძლია
2013, 10 ოქტომბერი, 16:04
ძალიან კარგი გოგო ხარ ყველა უნდა დავეხმაროთ(((
2013, 4 ოქტომბერი, 9:03
:'(
0 1 3