x
image
t.x.
როგორი სიყვარულის სიმბოლოა ვალენტინობა-ხორციელის თუ სულიერის? დასაშვებია თუ არა მისი აღნიშვნა ქრისტიანებისთვის?
image14 თებერვალი სიყვარულის დღეა, მას ვალენტინობის დღესაც უწოდებენ. ის საქართველოშიც თანდათან უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ და საჩუქრებს ჩუქნიან.

ძველ რომში ამ დღეს ეროტიკული დღესასწაული იმართებოდა. დღესასწაულზე ღმერთებს ცხოველებს სწირავდნენ. ამ ცხოველების ტყავისგან მათრახებს აკეთებდნენ, რომლებითაც ქალებს ქალაქში მიერეკებოდნენ. მამაკაცები შიშვლები უნდა ყოფილიყვნენ, ქალები კი უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ, რადგან ეგონათ, რომ უფრო ნაყოფიერნი გახდებოდნენ.

დღესასწაულის ასეთი აღნიშვნა ჩაანაცვლა ვალენტინობამ. ეს დღესასწაული კათოლიკე მღვდლის სახელს უკავშირდება.

რომის ჯარისკაცებს დაქორწინება ეკრძალებოდათ. კათოლიკე მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულ წყვილებს ჩუმად აქორწინებდა, რისთვისაც ციხეში მოხვდა. იქ, სანამ სიკვდილით დასჯიდნენ, შეუყვარდა ზედამხედველის ქალიშვილი. სიკვდილით დასჯამდე სიყვარულით აღსავსე წერილი მისწერა ქალიშვილს და მიაწერა: "შენი ვალენტინი".


მართლმადიდებელი ეკლესია 14 თებერვალს არ აღნიშნავს არავითარი ვალენტინის დღეს. მოიხსენიება ამ სახელის რამდენიმე წმინდანი, ოღონდ წელიწადის სულ სხვა დროს და ამ დღესასწაულთან საერთო არაფერი აქვთ. ეს დღესასწაული უცხოა კათოლიკური სამყაროსთვისაც. ვატიკანის საელჩოს ცნობით, არც კათოლიკური ეკლესია აღნიშნავს ვალენტინობას.

ვალენტინობას უბრალოდ შეყვარებულები აღნიშნავენ. მის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ კი წითელი ვარდები ითვლება. დღესასწაულს ყველანაირი რელიგიის მიუხედავად უკვე მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ და ყველა ერისთვის დამახასიათებელი ტრადიციებიც შეიძინა.








2
101
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
101
  
2014, 13 თებერვალი, 22:58
ინტერესოა ძვირფასო
0 1 2