x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
სიმარტივეს რა უნდა ჩემთან...

imageდრო მიდის...ერთფეროვნებაში დრო გადის.
თუნდაც სულ მალე დასრულდეს, ოღონდაც დაიწყოს, შეიცვალოს ის რაც ასე მოუთმენლად ითხოვვს ცვლილებებს ჩემში.
ვიცი რომ საქმე რთულადაა, სიმარტივეს რა უნდა ჩემთან?, მაგრამ მაინც სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც არსებობს შენს ცხოვრებაში, რომელიც არარის დედა, მამა, არც და ან ძმა, ან ადამიანი რომელსაც ყოველდღიურად ხვდები, ესალმები, სიყვარულს, პატივისცემას მარტივად გამოხატავ მის მიმართ, არც ახლო და არც შორეული ახლობელია შენი, მეგობარს ხომ ვერასდროს უწოდებ, არა ის სულ სხვა ადგილას დგას შენს ცხოვრებაში და ეს ადგილი ისე დაიმკვიდრა არც კი იცის გზა ამ ადგილისკენ მომავალი, არც კი იცის რომ არსებობს ასე არაფრით და ყველაფრით მისთვის უმნიშვნელო ადამიანის ცხოვრებაში...რთულია ამის გაგება მისთვის, სხვისთვის, ყველასთვის, ვინც არიცის რას ნიშნავს გრძნობდე ყველაზე დიდ და ლამაზ გრძნობას ადამიანის მიმართ რომელსაც ხშირად ვერ ხედავ, ვერ ესალმები, ვერ აცნობ თავს, ვერ უღიმი და მაინც ყველაზე დიდ დროს უთმობ მთელი დღის განმავლობაში _ფიქრით...რთულია, მაგრამ სიმარტივეს რა უნდა ჩემთან...

image

0
17
11-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0