მუსიკა 10 ყველაზე ნახვადი კონცერტი YOU TUBE-ზე 2014, 13 თებერვალი, 11:52 გთავაზობთ 10 ყველაზე ნახვად ცოცხალი კონცერტის რეიტინგს you tube-ზე.რეიტინგში შესულია- პირველი: ერთი კონკრეტული შემსრულებლის მიერ გამართული კონცერტი და არა ე. წ. ჯემსეიშენი(ანუ კონცერტზე გამოსული სხვადასხვა შემსრულებლები) და მეორე:ერთი კონცერტი და არა სხვადასხვა კონცერტებიდან ამოკრებილი ნომრები, სწორედ ამის გამო ვერ მოხვდნენ რეიტინგში მაიკლ ჯექსონი ( HIstory World Tour-1997-11, 7 მლნ.ნახვა) და მარკ ენტონი (Viña del Mar 2012 completo-7, 6 მლნ.ნახვა).სანამ 10 ყველაზე ნახვად კონცერტებზე გადავიდოდეთ მინდა ავღნიშნო მუსიკალური ვიდეოკლიპებისგან განმასხვავებელი ორი ძირითადი ნიშანი:1)თუ ვიდეოკლიპებს უფრო პოპ-მუსიკის მოყვარულები უყურებენ, (ზოგიერთი კლიპს 200 ან 300 მლნ. ნახვა აქვს)ცოცხალი კონცერტების ნახვისას უფრო როკ-მუსიკა სჭარბობს.2)ვიდეოკლიპების ნახვისას მომხმარებელი უფრო ახალ ვიდეოებს ანიჭებს უპირატესობას, კონცერტების ნახვისისას პირიქითაა, სწორედ ამიტომაც რეიტინგში შეხვდებით 30 და 40 წლის წინანდელ ვიდეოჩანაწერებს. 42 5-ს მოსწონს
|