საზოგადოება მამულიჩა: "ღმერთო დიდი მადლობა, რომ ლელა წურწუმია გამომიგზავნე" 2014, 12 თებერვალი, 23:23 კახა მამულაშვილმა იუბილარ ცოლს, ლელა წურწუმიას დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა.
"ღმერთო დიდი მადლობა, რომ ლელა წურწუმია გამომიგზავნე, ჩემი უსაყვარლესი და უერთგულესი ადამიანი....გილოცავ ლელ და მინდა სულ ბედნიერი იყო შენს ოჯახთან, მეგობრებთან ერთად. ვამაყობ შენით, დიდხანს ცხოვრებას გისურვებ... პ.ს. რაღაცას თუ დავაშავებ ნუ მცემ ხოლმე გთხოვ"-წერს მამულიჩა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. მილოცვამ წყვილის "ფეისბუიქის" მეგობრები გაახალისა. ლელამ უამრავი მილოცვა მიიღო.
კახა და ლელა ამჟამად ნიუ-იორკში იმყოფებიან. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს, მარიკო. გოგონა 11 წლისაა, კარგად მღერის მაგრამ ლელა ცდილობს ამაზე ყურადღება არ გაამახვილოს, მირჩევნია კარგად ისწავლოს, სიმღერას კი ყოველთვის შეძლებსო. მომღერალი მკაცრი დედა არ გახლავთ, მაგრამ ცდილობს ქალიშვილს ბავშვობა არ დაუკარგოს და ზედმეტად არ გაათამამოს.
მამულიჩას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, ნიკოლოზი. ის მამისაგან შორს, ამერიკაში ცხოვრობს, სწავლობს და საქართველოში წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოდის. "ლელას და ნიკოლოზს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. ხანდახან ისეთ თემებზე ლაპარაკობენ, რომ არც კი მეუბნებიან. ლელას ნიკოლოზი ძალიან უყვარს"-გვიამბობს კახა მამულაშვილი.
ვუსურვოთ ოჯახს წარმატებები და ბედნიერი მომავალი. 586 5-ს მოსწონს
|