x
image
K.P.
ვინ აფინანსებს მარიამ საჯაიას "ამერიკულ ცხოვრებას" და ვინ ზრდის მის ვაჟს?

imageყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარი, მარიამ საჯაია ამჟამად ამერიკაში სწავლობს. ის აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებშიც და სოციალურ ქსელებშიც ხშირად აქტიურობს.
მარიამი ვაშინგტონში ცხოვრობს, მისი სახლიდან თეთრ სახლამდე სულ რაღაც 15 წუთის სავალია. imageგოგონა ამერიკულმა ცხოვრებამ და ადამიანის სრულმა თავისუფლებამ ძალიან მოხიბლა. ამერიკაში განათლების მიღება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ვინ ფარავს ახალგაზრდა პარლამენტარის სწავლის საფასურს? მარიამი ხელფასს იღებს, თუმცა საკმარისი ესეც არ გახლავთ. "ის ხალხი, ვინც მარიამზე ასეთი ამბები ატეხა, მარიამის ხელფასის ფასად ჩანთებს ყიდულობს. ახალგაზრდა გოგონას სწავლის სურვილი და საშუალება თუ აქვს, რატომ არ უნდა მიიღოს განათლება, ამაში რაღა იყო საგანგაშო?! imageმარიამს კანონით ჰქონდა ამის უფლება. რაც შეეხება მისი ცხოვრების ხარჯებს, მარიამი უნივერსიტეტის კუთვნილ ბინაში ცხოვრობს, თუმცა, გარკვეულ თანხას ჩვენც ვიხდით. ოჯახი ვეხმარებით აქედან, ჩემი შვილი, ნიკა არის მისი მთავარი დამფინანსებელი"-გვიამბობს მარიამის დედა ქალბატონი ნაზი არონია.

მარიამს ერთი ვაჟიც ჰყავს ბუკა. ის ძირითადად ბებიასთან, ნაზი არონიასთან იზრდება. თუმცა მის აღზრდაში მამა და ბებიაც აქტიურად არიან ჩართული. დედა-შვილს ძალიან უჭირს ერთმანეთისაგან შორს ცხოვრება. გამოსაშვებ საღამოზე კი დედა და ვაჟი მარიამს სიურპრიზს მოუწყობენ და ამერიკაში ჩააკითხავენ. ვუსურვოთ ახალგაზრდა პარლამენტარს წარმატებები...

image

0
604
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
604
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0