საზოგადოება რას გვიამბობს დედამთილი ია ფარულავაზე? 2014, 7 თებერვალი, 22:10 ურთიერთობა სოციალურ ქსელში მიმოწერით დაიწყო, რასაც თბილისში ვიზიტი, პირველი პაემანი და სცენაზე ხელის თხოვაც მოჰყვა, თანაც პირდაპირ პროექტ "ნიჭიერის" სცენარზე. რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა.
ტარიელ სუარი, ია ფარულავს ქმარი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი გახლავთ. ია შეძლებისდაგვარად აპიარებს ახალგაზრდა მეუღლეს. ტარიელისთვის ეს პირველი ქორწინება არ გახლავთ, იგი დაქორწინებული გახლდათ ვინმე ირმა ბროიერზე, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს. ტარიელს ყოფილ ცოლთან მიკარება აკრძალული აქვს, ქალიშვილს კი მხოლოდ სასამართლოს წარმომადგენლის თანდასწრებით ნახულობს. "ტარიელ ხოსროშვილმა ჩვენი საერთო შვილი რამდენჯერმე დაწყევლა და უარყო ღვთის წინაშე, რადგან მისმა არსებობამ ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა მას"-გვიამბობს ტარიელის ყოფილი ცოლი, ირმა ბროიერი.
ირმას ბრალდებებს ტარიელი არ გამოხმაურებია, თუმცა დედამისმა მზია ასლამაზიშვილმა ვაჟიშვილი დაიცვა და ირმა ანგარებია ქალად მონათლა. ქალბატონმა მზიამ რძალზე, ია ფარულავაზეც გვიამბო: "იასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. არაჩვეულებრივი გოგოა, ჩემს შვილს მაქსიმალურად უწყობს ხელს, სულ აკონტროლებს, რომ ტარიელმა დღეში 6 საათი მაინც იმეცადინოს, რომ ის დანაკარგი, რაც ტარიელმა ირმასთან ცხოვრების დროს განიცადა, აანაზღაუროს და მისი კარიერა წინ წავიდეს. უბედნიერესი ქალი ვარ, ჩემს შვილს სიცოცხლის ხალისი რომ დაუბრუნა იამ".
დედამთილის ინტერვიუმ ია ფარულავა გაახარა და სოციალურ ქსელში დაწერა: "ვახ, რა დედამთილი მყოლია. მზია ასლამაზაშვილი მალადეც".
როგორც ჩანს რძალ-დედამთილი ერთმანეთს კარგად ეწყობა. 628 4-ს მოსწონს
|