შორენა ბეგაშვილი, როგორც ჩანს ძალიან გაბრაზებულია ახალ თაობაზე. მისი თქმით რასაც ახლანდელი თინეიჯერები აკეთებენ ეს მისთვის მიუღებელი იყო. შორენა თქმით ის ეკრანზე ჩანს
სკოლის პერიოდიდან. ჯერ კიდევ რუსთავში იყო, როდესაც მუშაონბდა ქართლის არხზე, სადაც მუსიკალური ათეულს წამყვანი იყო. 11-ე კლასში იყო როდესაც ქვემო ქართლის არხში მუშაობდა და ხელფასი არ ჰქონდა. ის ამას აკეთებდა იმიტომ, რომ გამოცდილება მიეღო. შორენა ყველაზე მეტად იმაზეა გაბრაზებული, რომ თითქმის 300-მდე შორენა ბეგაშვილის სახელით სარგებლობენ მარტო ფეისბუქში, სხვა სოციალურ ქსელებშო არ დაუთვლია. შორენა თინეიჯერებს მოუწოდებს გამოცოხლებისკენ და აქტიური ცხოვრების დაწყებისკენ, ინტერნეტით სხვისი სახელით გართობის ნაცვლად. მუშაობის ხვედრი ადრეულ
ასაკში ერგუნა და საკუთარ მომავალზე ზრუნვა მარტომ დაიწყო. დიდი გზა განვლო და ახლა უკვე ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია. ძალიან ბევრი ადამიანი მასში მხოლოდ სექსუალურობას ხედავს, არადა სექსუალური ქალის მიღმამოსიყვარულე დედა იმალება, მისი თქმით შვილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ის თავისი შვილით ცხოვრობს.