x
image
მანჩო 777
ქალაქი-მოჩვენებები ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებობს რამოდენიმე ქალაქი, რომლებიც მასიურად იქნა მიტოვებული მოსახლეობის მიერ სხვადასახვა გარემოებების გამო.მინდა მოგითხროთ რამოდენიმე მათგანის შესახებ.

image


1.პრიპიატი.

image


პრიპიატი ყველაზე ცნობილი ქალაქი-მოჩვენებაა ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე.ის დაარსდა 1970 წელს და მხოლოდ 9 წლის შემდეგ მიიღო ქალაქის სტატუსი, მას შემდეგ, რაც აქ ევროპაში უდუდესი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აშენდა.სამწუხაროდ, ქალაქის არსებობა სულ შვიდიოდე წელი გაგრძელდა. 1986 წელს აქ მოხდა საშინელი ავარია, რომელიც კიდევ დიდხანს ემახსოვრება ადამიანებს და რომელმაც პრიპიატის აყვავებული მხარე უკაცურ უდაბნოდ აქცია. ქალაქში გამოცხადდა სასწრაფო ევაკუაცია და მისმა მცხოვრებლებმა ფაქტიურად ყველა ნივთი ხელუხლებლად დატოვეს სახლებში. დღეისათვის რადიაციის ფონი ქალაქში შედარებით ნაკლებია, მაგრამ იქ ცხოვრება მაინც არ შეიძლება.



2.კადიკჩანი.

image

კადიკჩანი-ყველაზე ცნიბილი მიტოვებული პატარა ქალაქია მაგადანის ოლქში. დაბა თავის დროზე იყო კოლიმის გულაგების დისლოკაციის ერთ-ერთი ადგილი. ის დაარსდა დიდი სამამულო ომის წლებში, როგორც ქვანახშირის მომპოვებელი რაიონი. დაბა და შახტები აშენებული იქნა პატიმრების მიერ. 1996 წელს შახტაში მოხდა ძლიერი ავარია, რის შედეგადაც დაიღუპა 6 ადამიანი. ამის შემდეგ მალე კადიკჩანი დახურულ ქალქად გამოცხადდა, ადამიანები გამოასახლეს და მათ მისცეს კომპენსაცია დატოვებული სახლების გამო. 2010 წლამდე აქ ჯერ კიდევ იყო ორი ცოცხალი ქუჩა, მაგრამ მალე დაბა საბოლოოდ დაიცალა. ამბობენ, რომ აქ მხოლოდ ერთი ხანდაზმმული მამაკაცი ცხოვრობს ორ ძაღლთან ერთად.


3.იულტინი.

image

ქალაქის ტიპის დასახლება იულტინი ჩუკოტკის ოლქში მდებარეობს. ის იყო კალის მოპოვების ცენტრი ჩუკოტკაზე. დასახლება მოწყვეტილი იყო დიდ ქალაქებს და აქედან ნედლეულის ტრანსპორტირება ძალიან ჭირდა. 1994 წელს იულტინის საბადოები დაიკეტა და ქალაქიდან მოსახლეობა სასწრაფოდ გაიხიზნა. მომდევნო წლისათვის უკვე მან სრულებით შეწყვიტა ფუნქციონირება.


4.მოლოგა.

image

ქალაქი მოლოგა განლაგებული იყო მდინარე მოლოგის ვოლგასთან შესართავის ადგილზე. ეს უძველესი ქალაქი ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში დაარსდა. 1935 წელს საბჭოთა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რიბინსკის ჰიდროელექტროსადგურის აშენებისა. ეს კი ითვალისწინებდა ასეულობით ჰექტარი მიწის წყლით დაფარვას, მათ შორის იყო 800-მდე სოფელი და ქალაქი მოლოგა. ლიკვიდაცია დაიწყო მაშინ, როცა ქალაქი აყვავების პერიოდში იყო. 1941 წელს ქალაქთან ახლოს მდებარე მდინარეები შეერთდნენ და ქალაქს წალეკვა დაემუქრა:სწრაფად დაიწყო რღვევა შენობებმა. ამიტომ გამოცხადდა სასწრაფო ევაკუაცია და დაიწყო მოსახლეობის გახიზვნა. ბევრს არ უნდოდა მშობლიური ქალაქის დატოვება, მაგრამ ასეთებს ძალის დახმარებით ატოვებინებდნენ აქაურობას და მაშინ ქალაქში მასიური თვითმკვლელობები დაიწყო. ცოცხლად დარჩენილები სასწრაფოდ გახიზნეს ქვეყნის სხვადასხვა მხარეში, ხოლო მოლოგა ყველასგან დავიწყებული ქალაქი-მოჩვენება გახდა თავის საშინელი ისტორიით.



5.ნეფტეგორსკი.

image

ნეფტეგორსკი-ქალაქის ტიპის დასახლება იყო სახალინის ოლქში. პერსპექტივაში ის უნდა ყოფილიყო მენავთობეების ვახტიორი ქალაქი სახალინზე. აქ ძირითადად მენავთობეები და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ. 1995 წლის 28 მაისს აქ საშინელი ტრაგედია მოხდა: მიწისძვრამ მაგნიტუდით 7, 6 ბალი მთლიანად გაანადგურა დაბა. შენობების ნანგრევების ქვეშ დაიღუპა 2040 ადამიანი(სულ დაბის მოსახლეობა 3197 კაცს შეადგენდა).ამ ტრაგედიის შემდეგ ნეფტეგორსკი ფაქტიურად მთლიანად განადგურდა. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება არ აღედგინა დაბა. გადარჩენილი მცხოვრებლები სახალინის სხვა დასახლებებში გადაანაწილეს.დღეს ნეფტეგორსკი საშინელი ქალაქი-მოჩვენებაა, რომელსაც მხოლოდ მოროდიორები თუ სტუმრობენ.

3
325
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
325
  
2014, 5 თებერვალი, 22:55
მართლაც შემზარავი ისტორიებია:
(
2014, 5 თებერვალი, 22:53
შიში დამეუფლა
2014, 5 თებერვალი, 22:45
კაი იყო
0 1 3