x
image
K.P.
შალვა ნათელაშვილის სიყვარულის ისტორია, რატომ აღარ წერს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ლექსებს?

imageშალვა ნათელაშვილი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერია. მას ჰყავს მეუღლე ბელა ალანია, ორი შვილი ბექა და დარეჯანი, რომელსაც დაკოს ეძახიან. ბავშვები უკვე სტუდენტები არიან. შალვას მამა 15 წლის ასაკში გარდაეცვალა, დედა, ქალბატონი დარეჯანი კი 19 წლის ასაკში. მას ფარ-ხმალი არასდროს დაუყრია, პირველივე წელს ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე. შალვამ და ბელამ ერთმანეთი სტუდენტობისას გაიცვნეს, მოსკოვში. ქალბატონი ბელა მაშინ მოსკოვში მუშაობდა, სწავლობდა ასპირანტურაში და ბინაც ჰქონდა საუკეთესო ადგილას. მან კარიერაზე უარი თქვა და შალვასთან ერთად საქართვლოში ჩამოვიდა. შალვას ერთოთახიანი კარკასის გარდა არაფერი გააჩნდა, წყვილმა ყველაფერი ნულიდან დაიწყო და ბევრი წვალების შემდეგ წელშიც გაიმართნენ. ქალბატონი ბელა არაფერს ნანობს, პირიქით, ვერ წარმოუდგენია, როგორ ცხოვრობდა ადრე შალვას გარეშე. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შესანიშნავი ქმარი და მამა გამოდგა. ოჯახს სოფელი ბაზალეთში აქვთ, ეს ბატონი შალვას ოჯახისეული სახლია. როდესაც ნათელაშვილების ოჯახი დროს გამონახავს ბაზალეთში მიდიან. image
შალვა და ბექა ყოჩივარდებს კრეფენ და ქალბატონ ბელასა და დაკოს ჩუქნიან, ყველანი ერთად აგროვებენ გირჩებს და საღამოს მწვადებსაც წვავენ. ბატონი შალვა ასტრონომიით იყო გატაცებული, კარგად იცნობს კოსმოსურ სივრცეს და ძალიან უყვარს ვარსკვლავებზე დაკვირვება. ეს ყველაფერი როდია, შალვა ნათელაშვილი ადრე ლექსებსაც წერდა, ახლა კი პოლიტიკის გამო პოეზიას მოსწყდა, ქალბატონი დარეჯანი კი იმედოვნებს, რომ მოვა დრო და კიდევ ბევრ ლამაზ ლექსს დაწერს. ვუსურვოთ მათ წარმატებები..

imageimageimageimage


0
55
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0