სხვა კატას 5 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა 2012, 7 მაისი, 11:59 საინტერესო რამ მოხდა ამერიკაში, 7 თვის კატა კორკის უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. კორკი შებრუნებული უკანა თათებით დაიბადა რის გამოც, ვერ ახერხებდა გაადაადგილბას ნორმალურად. ხალხმა დაინახა ქუჩაში კორკი და შეეცოდა, რის შემდეგაც ცხოველთა თავშესაფარში გაუშვეს. თავშესაფარში კორკი ყველას ძალიან შეუყვარდა. თავშესაფარის უფროსებმა გადაწყვიტეს კატასთვის დახმარება გაეწიათ და უმძიმესი ოპერაცია ჩაეტარებინათ. ქირურგმა კატის აქილევსის მყესები გადაჭრა და კორკის ძვლები შემოაბრუნა, რომლებიც შემდეგ ფოლადის ხრახნებით დაამაგრა. ფუმფულა პაციენტმა ოპერაცია ღირსეულად გადაიტანა. საბოლოოდ ჯერ არ აღდგენილა მყესები რის გამოც ოსევ სახვევებს ატარებს. კორკი უკვე ბედნიერია რადგან უკვე მცირე დატვირთვით ხმარობს თათებს. ექიმების თქმით ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და 7-თვის კორკი მალე შეძლებს სხვა კატებივით მარდად ირბინოს. კორკს მნახველებიც გამოუჩნდენ, ბევრმა ადამიანმა ისურვა კორკის ნახვა ოპერაციის შემდეგ. კორკის უკვე საკუთარი ფეისბუქის ფან გვერდი აქვს და 6500-მოწონება აქვს. ამ ფაქტმა მართლაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამერიკის დიდი ნაწილი საუბროს კორკიზე. 394 3-ს მოსწონს
|