სხვა 8 წლის ბიჭი დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ეწევა 2012, 12 აპრილი, 17:06 როგორც ჩანს ეს ინდოეზიელი ბავშვი ექიმების რჩევას ყურს არ უგდებს. ილჰამი, რომელიც სულ რაღაც 8 წლისაა და დღეში ორ კოლოფ სიგარეტს ეწევა. ილჰამი სიგარეტს 4 წლის ასაკში დაეჩვია, ახლა კი დღეში მინიმუმ 25 ღერს ეწევა. ბავშს, როდესაც მოუნდება სიგარეტის მოწევა, თავს ვერ იკავებს ვერც სკოლაში, ამიტომ, ამ დამღუპველმა ჩვევამ ბიჭს სკოლის მიტოვებაც აიძულა, რადგან მასწავლებლები კლასში მოწევას უკრძალავდნენ.
ინდონეზიაში იმ პირთა ასაკი, რომელთაც სიგარეტის შეძენა შეუძლიათ, კანონით დადგენილი არ არის. ამიტომ ილჰამი დედის მიცემული 5000 რუპიით სიგარეტს ყოველდღიურად ყიდულობს.
მშობლებმა სცადეს, ბავშვისთვის მოწევა აეკრძალათ, თუმცა ამ ფაქტმა 8 წლის ბიჭუნა ისე გააღიზიანა, რომ სახლში ყველა ფანჯარა დალეწა. ოჯახის წევრები დანებდნენ. 244 3-ს მოსწონს
|