x
image
jango
მაია ასათიანი: დავივიწყებ შეურაწყოფას, დამცირებას და ნანუკას ღირსეულად დავხვდები

imageნანა პატარკაციშვილის ამ განცახდებას ტელეკომპანია იმედში : "თუ ვინმე გრძნობს, რომ "იმედში" არ უნდა დარჩეს, იქნებ, ჯობდეს, თვითონ წავიდეს", მოჰყვა ის, რომ შეჩერდა საინფორმაციო გამოშვებები, დაიხურა გასართობი გადაცემები და შოუებიც. პირველი ვინც იმედი დატოვა ნანუკა ჟორჟოლიანი იყო. გთავაზობთ ნანუკას განცხადებას, რომელიც თავის ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა: "იმედის ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა ვუთხრა ყველა დღისთვის რაც ერთადვიმუშავეთ. წარმატებები ვუსურვო ყველა ახალ პროექტს! არხს და ყველა თანამშრომელს რომელიც იმედზე რჩება! ჩემს მაყურებელს კი მადლობა იმისთვის რომ იყო ჩემთან ერთად! მე მივიღე გადაწყვეტილება არხიდან წავიდე. ეს მხოლოდ ადამიანური გადაწყვეტილებაა. შეიძლება დავარქვათ მორალური ვალდებულებაც! მე ყოველთვის გამეხარდება ამ არხის წარმატება"– წერს ჟორჟოლინი. მან ქართული ჟურნალისტიკის წრეებში აქტიურად მუსირებს აზრი, რომ "რუსთავი 2"-ის ეთერში მალე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს ვიხილავთ. ზუსტად არავინ ასაბუთებს იმას, რომ უკვე გადაწყვეტილია ნანუკას რუსთავი 2 ში გადასვლა, მაგრამ სავარაუდოდ ყველაფერი ამისკენ მიდის. მაგრამ ძალიან რთული სათქმელია, "რუსთავი 2"-ის იმიჯსა თუ რეიტინგს რამდენად დადებითად წაადგება "ნანუკას შოუ". ამდენი საუბრის მერე ინფორმაცია მაია ასათიანამდეც მივიდა, მაიამ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა: სიმართლე გითხრათ, პირველი ხართ, ვინც ეს ამბავი მითხრა. აქამდე არაფერი მსმენია ამის შესახებ. საერთოდ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ გასართობი გადაცემების დახურვის. 2007 წელს თავად ვიწვნიე გადაცემის დახურვის სიმწარე, ამიტომაც ყველა ჟურნალისტს თანავუგრძნობ, ვინც ეს გამოსცადა. თუკი ნანუკას გადაცემა ჩვენთან გადმოვა, მე, როგორც მასპინძელი, მას ღირსეულად დავხვდები. როგორც მასპინძელს, დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრება - დავივიწყო ის შეურაცხყოფა, ტკივილი და დამცირება, რაც ჩვენი ე.წ. "კონკურენციის" სამ წელს ახლდა. დანარჩენი კი ნანუკას გადასაწყვეტია.

1
6594
5-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
6594
  
0 1 1