სხვა ყველაზე სასურველი სასიძო 2012, 14 აპრილი, 11:27 ლევან როსტოშვილი იგივე როსტო ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს დიჯეია. ის „ფეისბუქისა“ და სხვა მსგავსი საიტების ერთმნიშვნელოვანი ლიდერია. სასურველი სასიძოების ტოპ-ათეულებში ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს. როსტოს პოპულარობა, ეკრანი და ასეთი რაღაცეები არასოდეს უნატრია. თბილიში დაიბადა და გაიზარდა. დაამთავრა პირველი ექსპერიმენტული სკოლა და ჩააბარა კავკასიის ბიზნეს სკოლაში. დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის ფიანსურ აკადემიაში განაგრძო. ამ ყველაფრის პარალელურად იგი სპორტსმენიც იყო, კერძოდ წყალბურთელი და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა. გასაგებია რატომ ითვლება საქართველოში ყველაზე სასურველ სასიძოდ... წყალბურთელი, განათლებული, სიმპათიური, კარგი ოჯახიშვილი, თბილისელი...როსტო ამჟამად 27 წლისაა და გარდა ნანუკას შოუსი, კიდევ მუშაობს “ჯეოპრომაინინგ ჯგუფში’’, შიდა აუდიტის უფროს სპეციალისტად, ანუ ეს არ არის მხოლოდ დიჯეი როსტო როგორც ყველას ჰგონია, ნანუკას შოუში თავს როგორც თანაწამყვანად, ოჯახის წევრად თვლის. იმასაც გეტყვით რომ როსტოს უკრაინაში ბავშვიც ჰყავს ოლიმპიურ ჩემპიონ იანასთან. - რასაც სიყვარული ჰქვია ის გრძნობა არ მქონია იანასთან, უბრალოდ ერთად ყოფნა მოგვწონდა. წლების წინ მყვარებია ორჯერ, სამჯერ, მაგრამ დიდი გრძნობა მხოლოდ ერთ ადამიანთან მქონდა. ძალიან კარგი იყო ის, რაც იყო. ჯანმრთელობისთვისაც კარგია შეყვარებულობა, მაგრამ სიყვარული არ უნდა აგერიოს ეიფორიაში, შეჩვევაში, მეგობრობაში.- მიყვარს სიმშვიდე, სიწყნარე, ცოტა ჩაკეტილიც ვარ. დეპრესიულობას არ ვგულისხმობ, განმარტოება მომწონს, სულ სახლში მიმიწევს გული, იქ ვგრძნობ თავს კარგად. არიან ტიპები, პოპულარობისთვის ყველაფერს რომ იზამენ, მე ეს საერთოდ არ მაინტერესებს. და კიდევ ჯერ ჯერობით თავისუფალი კაცი ვარ... 1334 3-ს მოსწონს |
დოდო