შოუბიზნესი ნანკა კალატოზიშვილი ორსულადაა, ნანკას პირადი ცხოვრება. 2012, 2 დეკემბერი, 14:33 ნანკა კალატოზიშვილი 4 თვის ორსულია. ნანკას თქმით, ორსულობამ თავიდან დააბნია, შემდეგ კი ძალიან გაუხარდა. კედო (ირაკლი კეიდია, ბავშვის მამა) არ დაბნეულა გადასარევად შეხვდა ამ ამბავსო. ბავშვის სქესი ჯერ არ გაუგიათ, ორსულობის მიუხედავად, ნანკას ცხოვრების სტილი არ შეცვლილა, ყველაფერი ჩვეულებრივ მიდის, სპექტაკლებშიც მონაწილეობს. ნანკა კალატოზიშვილი ახალი წლის მოყვარულთა შორის ირიცხება და განსაკუთრებით მოსწონს წინასაახალწლო მზადება, საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევა, ნაძვის ხისთვის სათამაშოების შეძენა. თუმცა ახლა, როცა თავის რჩეულ ირაკლი კეიდიასთან ერთად ცხოვრობს, ნაძვის ხის პრობლემა დაუდგა და ბოლოს ისურვა, ერთი ტოტი მაინც დავდოთო. მეორე დღეს საყვარელმა მამაკაცმა ნაძვის ხე დაახვედრა, თუმცა ისეთი დაღლილი დაბრუნდა რეპეტიციიდან, რომ თავიდან ვერც შეამჩნია. ნანკას განვლილი ცხოვრება უყვარს და ხშირად ფიქრობს, რომ მომავალშიც სინანულის გარეშე იცხოვროს. ყველაზე მეტად უჭირს, აუხსნას საყვარელ ადამიანს, როგორ უყვარს... ჰგონია, რომ სიტყვებით ვერ გამოხატავს იმას, რასაც განიცდის და გრძნობს. მისთვის მთავარია, მოქმედებით გამოხატოს: ამ დროს უხარია და იღიმის. შინაგანი თავისუფლების განცდა კი ამ ყველაფერს უფრო ამძაფრებს და სასურველს ხდის. ხშირად უფიქრია ვარცხნილობის შეცვლაზე. ბევრჯერ სალონშიც მისულა შესაჭრელად, მაგრამ სტილისტს უარი უთქვამს. მოკლედ, ვერასოდეს მოახერხა 4974 11-ს მოსწონს 2-ს არა
|