თბილისში, ჰელოუინის მონაწილეების მსვლელობას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა
2012, 1 ნოემბერი, 12:51
პირველ რიგში დავიწყებ იმით და გეტყვით, თუ რა არის ჰელოუინის დღესასწაული, რადგან შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა არ იცოდეს. ამ დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ირლანდიელმა ემიგრანტებმა XIX საუკუნეში ჩაიტანეს. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიის სხვადასხვა ნაწილში. შვედეთში მას "ყველა წმინდანის" დღესასწაულს უწოდებენ და ის ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს იმართება. აშშ-ში წვეულება ყოველი წლის 31 ოქტომბერს ტარდება. ამ დღესასწაულს ამერიკელები მომზადებულები ხვდებიან: იმართება მსვლელობა - თამაშები, ფეიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, "მოჩვენებათა სახლების" მონახულება. ჰელოუინის მონაწილეები ერთმანეთს მოუთხრობენ საზარელ ისტორიებს, იმართება საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია. როგორც ჩანს ჰელოუინის დღესასწაულს საქართველოშიც აღნიშნავენ. უკანასკნელ წლებში საქართველოში, როგორც ყველა „უცხო ხილს“, კომერციული მიზნით ჰელოუინის აღნიშვნასაც გამოუჩნდნენ ინიციატორები. შარშან, 31 ოქტომბერს, ჰელოუინის თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში აღინიშნა. ჩაბნელებულ დარბაზში მაგიდებს გოგრისგან დამზადებული ჩირაღდნები ანათებდა. სტუმართა უმრავლესობა სამასკარადო კოსტიუმებში იყო გამოწყობილი, რასაც თან ერთვოდა ელექტრონული მუსიკაც. იმ მართლმადიდებელ ქართველებს, რომლებიც ღამის კლუბშიშავი სამასკარადო შესამოსლით როკავდნენ და „სულების განდევნის რიტუალში“ მონაწილეობდნენ, როგორც ჩანს, წარმოდგენა არ ჰქონდათ ამ დღესასწაულის ოკულტურ ფესვებზე და უწყინარი, მხიარული გართობა ეგონათ. გუშინ საღამოს შარდენზე აღინიშნებოდა ჰელოუინობა და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.