ამერიკის ტოსკანა.
იტალიის ქალაქი ტოსკანა თავისი სილამაზით ყველასათვის
ცნობილია. ტოსკანა ცნობილია თავის თვალისმომჭრელი ლანდშაფტით, ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობით და მისი დიდი გავლენით მაღალ კულტურაზე. ტოსკანა მიჩნეულია იტალიური რენესანსის დაბადების ნამდვილ ადგილად და წარმოადგენს ხელოვნებასა და მეცნიერებაზე უდიდესი გავლენის მომხდენი
ადამიანების სამშობლოს.ისეთების, როგორებიც არიან დანტე, ბოტიჩელი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, გალილეო გალილეი, ჯორდანო ბრუნო, პუჩინი.... ტოსკანიდან ექვსი ობიექტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
გარდა ამისა, ტოსკანას გააჩნია 120-მდე დაცული ბუნების ნაკრძალი. ამ ყოველივეს შედეგად, ტოსკანა და მისი დედაქალაქი ფლორენცია ძლიერ პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობებია, რომლებიც
ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.
ზუსტად ასეთივე ლამაზი ლანდშაფტების გამო, ამერიკაში, ვაშინგტონის
სამხრეთით, ჩრდილო-ცენტრალურ აიდაჰოში მდებარეობს ულამაზესი ჩრდილო ორეგონი, რომელსაც უზარმაზარი და ულამაზესი ლანდშაფტების გამო „ამერიკის ტოსკანა“ უწოდეს. ამ სტატიაში
გთავაზობთ „ამერიკის ტოსკანას“ ფოტოებს. ერთი შეხედვით ეს პეიზაჟები ნახატებს წააგავს, თუმცა ეს ზღაპრული სილამაზე მხოლოდ ბუნების შედევრია, რომლის ფირზე აღსაბეჭდათაც უამრავი ტურისტი
სტუმრობს ამ ადგილს.