x
image
ვიზა კოხაძე
სკანდალური წყვილის უახლესი ისტორია: კარა დელევინმა მიშელ როდრიგესს საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადასვლა შესთავაზა
ცოტა ხნის წინ ერთ - ერთმა ბრიტანულმა ჟურნალმა სუპერმოდელის - კარა დელევინის და ამერიკელი მსახიობის მიშელ როდრიგესის ახლო მეგობრულ ურთიერთობაზე გამოაქვეყნა სტატია და არა მარტო სტატია, ფოტოები მათი ცხოვრებიდან.

image
იგივე ბრიტანული ჟურნალი კარა დელევინს და მიშელ როდრიგესს "წყვილადაც" კი მოიხსენიებს.

სუპერმოდელი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი თავისი მომავალი მსახიობს დაუკავშიროს. სწორედ ამიტომ მან 35 წლის როდრიგესს მასთან გადასვლა და თანაცხოვრება შესთავაზა. რათა უფრო მეტი დრო ჰქონდეთ იმისათვის, რომ ერთად იყვნენ. ბოლო კვირეების განმავლობაში ეგრეთ წოდებული "წყვილი" მთელ დღეებს ერთად ატარებენ და თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ.ისინი რამდენჯერმე დააფიქსირეს პაპარაცებმა პიკნიკებზე თუ ღამის კლუბებში, სპორტულ მოედნებზე და "на парк дикой природы".

image
ამჟამად მოდელი და მსახიობი საცხოვრებელ სახლს ეძებენ ლონდონში, თუმცა წყაროს ინფორმაციით, მათ ჯერ კიდევ არა აქვთ გადაწყვეტილი ინგლისში იცხოვრებენ თუ ლოს ანჟელესში.


კარას მშობლები კარგად იცნობენ მიშელ როდრიგესს და აცხადებენ, რომ " ისინი პატივს სცემენ კარას გადაწყვეტილებას და რომ მიშელი არაჩვეულებრივია"."გოგონების" ურთიერთობა ბოლო კვირეების განმავლობაში ძალიან ძლიერი გახდა.

იმავე წყაროზე დაყრდნობით, კარასა და მიშელის ურთიერთობა თითმის ერთი წელია გრძელდება.imageimage

0
55
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0