ქალი და მამაკაცი სიყვარული და ვნება 2014, 1 თებერვალი, 16:22 ვერავითარი თავის მოკატუნება ვერ დამალავს სიყვარულს, თუ ის არსებობს.
თუ არავის უყვარხარ დარწმუნებული იყავი, ეს შენი ბრალია.სურვილი ნელ-ნელა ქრება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენი სიყვარულიც მასავით ჩაქრება? სულაც არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სურვილი და სიყვარული ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.
ერთისთვის სიყვარულსა და ვნებას შორის განსხვავება არ არსებობს, სხვას ერთი მეორეში გამუდმებით ერევა და ვერ ხვდება, ჰგონია ვნებამ აიტანა, თავს არ პატიობს აუხსნელ და მოულოდნელ მიზიდულობას, მთელი ძალით დევნის საკუთარი თავისგან შორს და ნამდვილ ბედნიერებას კარს არ უღებს, ვნება კლავს, ჭკუას აკარგვინებს მესამეს, მას კი ამაღლებული სიყვარული ჰგონია და ვერც კი გრძნობს, თანდათან როგორ ღუპავს აკვიატებული სურვილი.
სურვილი ძალიან ფაქიზი გრძნობაა, შეიძლება განელდეს თქვენი და თქვენი პარტნიორის უთანხმოების, დაღლილობის, ოჯახური და სამსახურეობრივი პრობლემების გამოც. რაც უფრო ხანგრძლივია ურთიერთობა, მით მეტად ხდება ისე, რომ ხანდახან სურვილი ნელდება, ეს განგაშის ნიშანი ნამდვილად არ არის.
რა განსხვავებაა სიყვარულსა და ვნების შორის? სიყვარული - ღრმა კეთილგანწყობის, ერთგულების, თავდადების, თავგანწირული და გულწრფელი მიჯაჭვულობის გრძნობა. ვნება - მძაფრი სურვილი, უზომო გატაცება, ძლიერი თავშეუკავებელი ხორციელი მისწრაფება. არსებობს ისეთი სექსუალური ვნებაც, რომელიც სიყვარულთან არავითარ კავშირში არ არის. სურვილი და ვნება ხომ ყოველთვის ლოგიკასთან ახლო არ არის. ქალები, მამაკაცისგან განსხვავებით ძალიან იშვიათად ამყარებენ ასეთ კავშირს სიყვარულის გარეშე. თუ ქალი უსიყვარულოდ მსგავს ვნებას ნებდება, ამის მიზეზი რამდენიმეა, ან ეს ქალბატონი ”მამაკაცური” შეგნებით იძენს გამოცდილებას, ამ დროს ის თავისუფალია მენტალიტეტისგან, ან მას სიყვარულში არ გაუმართლა და ლტოლვის შედეგად ცდილობს სიყვარული იპოვოს, ან ის გაუკმაყოფილებელია საკუთარი მამაკაცისგან.ნუ იფიქრებთ, რომ ვნებიანი სურვილი ყოველთვის ნეგატიურ ეფექტს გამოიწვევს და ამ ნეგატივით ადვილად ამოიცნობ. სიყვარულის მსგავსად, ვნებაც ცვლის ურთიერთობას, ადამიანის ქცევებსა და სიტყვებს. მაგრამ ეს ურთიერთობა ისეთი მყარი და პოზიტიური, როგორიც სიყვარულია, ვერ იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ვნებიანი სურვილისას პარტნიორები საკუთარი მიზნის მიღწევას, საკუთარი თავის დაკმაყოფილებას მიელტვიან და საკუთარ თავს პირველ და მთავარ ადგილს უტოვებენ. სიყვარული კი ვნებას, რა თქმა უნდა, იტევს, მასში ვნება თავს ძალიან ბედნიერადაც გრძნობს და აუცილებლადაც. ბატონი თვითონ არაა, ეგოიზმსა და შფოთს ვერ ააბობოქრებს. სიყვარულში ვნების არსებობა სიახლოვის სურვილში გამოიხატება. სანამ ისე არ გაიზრდება, რომ სიყვარულს გადააჭარბოს, ის უწყინარია და ტკბილი – ურთიერთობის ჯანსაღი მხარეა და პარტნიორების კიდევ უფრო მეტი სიახლოვის და უფრო ძლიერი კავშირის საწინდარია. ადამიანის სისუსტეებს შორის ყველაზე საინტერესო და ყველაზე საპატიებელი სიყვარულია. 685 4-ს მოსწონს
|