ეჭვიანობა: ეჭვიანობა წამალივითაა, საჭირო დოზით, სასიამოვნოც შეიძლება იყოს, გადაჭარბებული კი წამლავს. თითქმის ყველას აწუხებს ეს გრძნობა, აუტანელი ეჭვიანობა. რა შეიძლება გამოიწვიოს ეჭვიანობამ? ეჭვიანობა უნდობლობის ერთგვარი გამოხატულებაა. როცა მისი კონრტოლი ვერ ხერხდება, ავადმყოფობადაც კი იქცევა ხოლმე, საყვარელი ადამიანის მიმართ ეჭვიანობა - გარკვეულწილად ბუნებრივია, ხშირად ეს ყურადღებაზე და იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს გარკვეული ინტერესი გააჩნია იმ ადამიანის მიმართ, ვისზეც ეჭვიანობს. ეჭვიანობის მიზეზად ხშირად სახელდება არასრულფასოვნების კომპლექსი, თავმოყვარეობის შელახვის ან საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში.
ეჭვიანობის კატეგორიები: ეჭვიანობა არსებობს პათოლოგიური და კლასიკური. პათოლოგიური ეჭვიანობა, დაავადებაა და მას მკურნალობა ჭირდება, რომ პარანოიამდე არ მივიდეს, კლასიკური ეჭვიანობა, ანუ საყვარელი ადამიანის დასაკუთრების სურვილი, შედარებით იოლად მოგვარებადი პრობლემაა. თუმცა მასაც ჭირდება საკუთარ თავზე აქტიური მუშაობა. დაიმახსოვრეთ, უსაფუძვლო ეჭვი სიყვარულს კლავს! ერთხელ მაინც წარმოიდგინეთ თავი იმ ადამიანის ადგილზე, ვისზეც ეჭვიანობთ. მუდმივად გამომცდელ კითხვებზე პასუხის გაცემა, ადგილსამყოფელის კონტროლი და ტელეფონში ქექვა, არც ერთ სულიერს არ სიამოვნებს და მათ შორისაა თქვენი საყვარელი ადამიანიც. არც ერთი კაცის, არც ქალის სურვილი არაა, რომ სიყვარული ტანჯვად ექცეს. ნუ დახუჭავთ თვალს როცა გატყუებენ, მაგრამ თუ საფუძველი არა გაქვთ, ნუ შექმნით ტრაგედიას, და როგორც ამბობენ ჭიანჭველასაგან სპილოს ნუ ქმნით. სიყვარული ნაზი, მაგრამ ძლიერი გრძნობაა. გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით, იეჭვიანეთ, მაგრამ დოზას არ გადააჭარბოთ.