ქალი და მამაკაცი ინტიმური ურთიერთობა მეგობართან 2014, 30 იანვარი, 22:51 გყავთ სიმპატიური, თავისუფალი მეგობარი, რომელიც ადრე თუ გვიან შემოგხედავს როგორც ქალს და გახდება ინტიმ-პარტნიორი?
საშიში არაფერია:
ერთ-ერთი პრობლემა მეგობართან ინტიმში ისაა, რომ შესაძლოა ერთ-ერთ მეგობარს უყვარდეს მეორე, შესაძლოა მეგობარს დიდი ხანია უყვარხართ და მიზეზს ეძებდა იმისათვის, რომ თქვენთან ახლოს ყოფილიყო. შესაძლოა მეგობარ პარტნიორს, როგორც მეორე ნახევარს ისე უყურებდეთ, მაგრამ ის სულ არ მიიჩქარის მაგ ურთიერთობისაკენ. შედეგად ადრე თუ გვიან თქვენს მეგობრობას წერტილი დაესმევა. დაფიქრდით ვის უფრო ხედავთ, მეგობარს თუ ინტიმ-პარტნიორს? ზოგიერთ გოგონებს მიაჩნიათ, რომ ინტიმი მეგობართან იგივეა რაც ფსიქოტერაფია. მეგობარი უმკურნალებს სიყვარულისაგან მიყენებულ იარებს და ა.შ. სინამდვილეში, ეს ასე არ არის, გარკვეული პერიოდის შემდეგ მაგას ყველა ხვდება. დაიმახსოვრეთ ინტიმი - მარტო ინტიმია, ის არ გიშველით და ვერ დაგეხმარებათ საყვარელი ადამიანის დავიწყებაში. თუ თქვენიმეგობარი გიზიდავთ, ეს საკმარისია იმისათვის, რომ დაწვეთ მასთან. ის არის თავისუფალი და მიმზიდველი, თქვენც თავისუფალი ხართ...აი თქვენ გეძლევათ შანსი უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი, შესაძლოა პარტნიორმაც მომენტით ისარგებლოს, და გითხრათ, რომ რამდენიმე დღეა, რაც სხვასთან არ ყოფილა, შესაძლოა ათასი აზრი დატრიალდეს თქვენს თავში, და არა მარტო აზრი (მოქმედებაც). ფრთხილად იყავით, გარშემო უამრავი საერთო მეგობარი გეყოლებათ, შესაძლოა რომელიმესთან წამოგცდეთ, რომ ლამაზი და სასიამოვნო ღამე გაატარეთ პარტნიორთან, ინფორმაცია ბუმერანგივით გაივლის თქვენს საახლობლოში. ყველაზე მთავარი მეგობართან ინტიმურ ურთიერთობაში - თვით ინტიმია, ფსიქოტერაპია კი არა, საყვარელი ადამიანისათვის შურისძიება, აზარტი და ა.შ. თუ თქვენ იგი უბრალოდ გიზიდავს და მასაც... რატომაც არა? მიუდექით გამოცდილად და პრინციპულად "იყო კარგი, და კარგია რომ იყო". 265 6-ს მოსწონს
|