ქალი და მამაკაცი იქნებ თქვენი რჩეული ცოლიანია? 2013, 12 ივლისი, 12:48 გულს ვერ უბრძანებ, როდესაც გრძნობა შედის მორალურ ან პრინციპულ კომფლიქტში, ძნელია მიხვდე, როგორ მოიქცე სწორად.მზგავსი სიტუაციების
უმრავლესობა, ცოლიან მამაკაცებზე.
ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი ვერსიაა.
შენ არ იცი, რომ მას ცოლი ყავს. რომანტიული საღამო, გასეირნება კატერებზე, აღშფოთებული ღამეები საუკეთესო სასტუმროებში... შენ შეყვარებული ხარ, და ეს ყველაფერი ბედნიერებას გავს. ხოლო რაც შეეხება ხელის და გულის თხოვნას რჩეული არ ჩქარობს. გარდა ამისა, ის არ ცდილობს მეგობრების და ოჯახის წევრების გაცნობას. და რაც შეეხება დასვენების დღეებს, იგი ხშირად დაკავებულია. რატომ იქცევა ასე? მიზეზები შეიძლება იყოს უამრავი: უთანხმოება მეუღლესთან, სურვილი კიდევ ერთხელ იგრძნოს თავი თავისუფლად, ან იქნებ მას სურს ახალი გრძნობა. როგორ გავიგოთ არის თუ არა ის დაოჯახებული? ყურადღებით დააკვირდით, თუ თქვენი შეხვედრების დროს ის ხშირად გადის ტელეფონზე სასაუბროდ, გპატიჟებთ დახურულ ადგილებში და არ საუბრობს თქვენს მომავალზე, თქვენ გაქვთ უამრავი მიზეზი ამასთან დაკავშირებით. არ ღირს უთვალთვალოთ და წაიკითხოთ მისი ტელეფონის წერილები. ჯობს პირდაპირ შეეკითხოთ, ან დაელოდოთ: ადრე თუ გვიან სიმართლე მაინც ირკვევა. 75 6-ს მოსწონს
|