ავტოსადგომზე გადაბრუნებულმა მანქანებმა ხალხს საფიქრალი გაუჩინა.
ღამით ვინ გადააბრუნა ავტოსადგომზე მანქანები?
ნიუ–ჰემფშირში გამვლელებმა გადაბრუნებული მანქანები დაინახეს ავტოსადგომზე. ბუნებრივია გაოცებულებმა სხვადასხვა ვერსია განიხილეს, თუმცა სინამდვილეს არცერთი არ ასახავდა.
ზოგიერთებმა მანქანების ამობრუნება დაუკავშირეს უჩვეულოდ ცივი და სუსხიანი ამინდის გამო მოედნის გაყინვას და მასზე "უიღბლო" "დრიფტიორების დრიფტს". ზოგიერთებმა კი ხულიგნებს დააბრალა მანქანების ამობრუნება, ალბათ ღამით ვიღაცაზე გაბრაზებულმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს ეს ვანდალური საქციელიო.
სინამდვილეში კი აი რა მოხდა–მანქანების სადგომის სიახლოვეს გახლავთ მეხანძრეობის შემსწავლელი სკოლა და ამ მოედანზე მოსწავლეებს ღამის პირობებში ასწავლიდნენ, თუ როგორ ჩაექროთ ცეცხლი ავტოავარიებისას გადაბრუნებულ და ცეცხლმოკიდებულ მანქანებზე, როგორ გამოეყვანათ დაზიანებული მანქანიდან ადამიანები.
ადამიანის ფანტაზიას კი საზღვარი არა აქვს და წარმოიდგინეს ის რაც არ ყოფილა.
![ავტოსადგომზე გადაბრუნებულმა
მანქანებმა ხალხს საფიქრალი გაუჩინა. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201402/2014020112474910110.jpg)
![ავტოსადგომზე გადაბრუნებულმა
მანქანებმა ხალხს საფიქრალი გაუჩინა. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201402/2014020112480610110.jpg)
![ავტოსადგომზე გადაბრუნებულმა
მანქანებმა ხალხს საფიქრალი გაუჩინა. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201402/2014020112482410110.jpg)