x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ავტოსადგომზე გადაბრუნებულმა მანქანებმა ხალხს საფიქრალი გაუჩინა.

ღამით ვინ გადააბრუნა ავტოსადგომზე მანქანები?
ნიუ–ჰემფშირში გამვლელებმა გადაბრუნებული მანქანები დაინახეს ავტოსადგომზე. ბუნებრივია გაოცებულებმა სხვადასხვა ვერსია განიხილეს, თუმცა სინამდვილეს არცერთი არ ასახავდა.
ზოგიერთებმა მანქანების ამობრუნება დაუკავშირეს უჩვეულოდ ცივი და სუსხიანი ამინდის გამო მოედნის გაყინვას და მასზე "უიღბლო" "დრიფტიორების დრიფტს". ზოგიერთებმა კი ხულიგნებს დააბრალა მანქანების ამობრუნება, ალბათ ღამით ვიღაცაზე გაბრაზებულმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს ეს ვანდალური საქციელიო.
სინამდვილეში კი აი რა მოხდა–მანქანების სადგომის სიახლოვეს გახლავთ მეხანძრეობის შემსწავლელი სკოლა და ამ მოედანზე მოსწავლეებს ღამის პირობებში ასწავლიდნენ, თუ როგორ ჩაექროთ ცეცხლი ავტოავარიებისას გადაბრუნებულ და ცეცხლმოკიდებულ მანქანებზე, როგორ გამოეყვანათ დაზიანებული მანქანიდან ადამიანები.
ადამიანის ფანტაზიას კი საზღვარი არა აქვს და წარმოიდგინეს ის რაც არ ყოფილა.


imageimageimage



4
153
16-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
153
  
2014, 1 თებერვალი, 20:39
ჩვენ კი ასეთი მანქანის ყიდვისათვის ნემსის ყუნწში ვძვრებით...
2014, 1 თებერვალი, 20:09
აი ჭკვიანები:D
2014, 1 თებერვალი, 13:37
გმადლობთ
2014, 1 თებერვალი, 13:35
საინტერესოა.
0 1 4