x
image
K.P.
მიხეილ სააკაშვილი: "ცუდი ამბავი შევიტყვე..."

imageსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეეკრანებზე აღარ ჩანს, მაგრამ სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია. სულ ცოტა ხნის წინ, მან მწუხარება გამოთქვა ახალგაზრდა მკვლევარის, ალექს პეტერსენის გარდაცვალების გამო.
"ცუდი ამბავი შევიტყვე... ახალგაზრდა მკვლევარი და ავტორი ალექს პეტერსენი, ქაბულის ცენტრში კაფეზე ტერორისტული შეტევის დროს დაიღუპა.
ის ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ უკვე ძალიან საინტერესო პოლიტიკური წიგნების ავტორი გახლდათ.
მე მას 1 წლის წინ შევხვდი, როდესაც ჩემს ბიოგრაფიას წერდა. ალექსმა ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და სამწუხაროა, რომ მისი ცხოვრება ასე დასრულდა"-წერს მიხეილ სააკაშვილი და გარდაცვლილის ფოტოსაც აქვეყნებს.

image

0
1810
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1810
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0