x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იაპონელი მულტიინსტრუმენტალისტი-კიტარო

imageუცხოელ შემსრულებლებზე როცა მიდგება საქმე, ჩვენში ძირითადად კარგად იცნობენ ევროპელ, ამერიკელ და რა თქმა უნდა ჩვენ ჩრდილოელ მეზობელ რუს შემსრულებლებს, თუმცა აზიის კონტინენტის შემსრულებლები ჩვენში მხოლოდ ვიწრო წრეში იციან ან ფაქტიურად უცნობია, დღეს მოგითხრობთ იაპონელ მულტიინსტრუმენტალისტზე, კომპოზიტორზე, 2000 წელს ამერიკის უმაღლესი მუსიკალური ჯილდოს "გრემის მფლობელზე"-ეს გახლავთ კიტარო(ნამდვილი სახელი მასანორი ტაკასახი) დაიბადა 1953 წლის 4 თებერვალს ქალაქ ტოეხასიში, გლეხის ოჯახში, ბავშვობაში და შემდეგ სტუდენტობის წლებში, როგორც მაშინ უმეტესი ახალგაზრდა დამწყები მუსიკოსი, დასავლურმა მუსიკამ გაიტაცა, ისწავა გიტარაზე დაკვრა და შექმნა რიტმ-ენდ-ბლუზ ჯგუფი «Albatross»-ი.70 -იანი წლებიდან უკვე კლავიშებზე გადაერთო.შემდეგ გახდა ჯგუფ Far East Family Band-ის ლიდერი, ერთხელ ერთ-ერთი კონცერტის დროს დრამერმა ტრამვა მიიღო, კიტარო არც დაფიქრებულა და ისე მიუჯდა დასარტყამ ინსტრუმენტებს.შემდეგ იყო უმაღლესი კომერციული სკოლაში სწავლა (Toyohashi Commercial High School), რის შემდეგ ტოკიოში გადავიდა.1972 წელს მუსიკოსი მიმგზავრება ბერლინში, სადაც გაიცნო კლაუს შულცე, ცნობილი გერმანელი მუსიკოსი, სწორედ მისი დახმარებით კიტარომ შეისწავლა ძირფესვიანად სინთეზატორი.1976 წელს კიტარო სტოვებს "Far East Family Band"-ს და იწყებს სოლო კარიერას.image 1978 წელს გამოდის მისი სადებიუტო ალბომი "Ten Kai", სადაც გაერთიანებული იყო აღმოსავლური, ევროპული და ამერიკული მუსიკა, ამ ალბომს ფანებმა საკულტო უწოდეს, შემდეგ მან დაწერა მუსიკა მრავალსერიან დოკუმენტური ფილმისთვის "აბრეშუმის გზა(«Silk Road»), ამ მედიტაციურმა მუსიკამ კიტაროს ნაციონალური და საერთაშორისო აღიარება მოუტანა.1985 წელს მუსიკოსმა გააფორმა კონტრაქტი Geffen Records-თან და მისი ალბომები ამერიკულ ბაზარზე გავიდა, ალბომი «The Light Of The Spirit»-იდან კომპოზიცია წარდგენილი იქნა "გრემის " პრემიაზე, იმ დროისთვის მისი ალბომების გაყიდვამ 10 000 000-ს გადააჭარბა.1993 წელს კიტარომ რენდი მილერთან ერთად შექმნა მუსიკა ოლოვერ სტოუნის ფილმისთვის "ცა და მიწა"(Heaven & Earth-1993), შემდეგ იყო მუსიკა ფილმისთვის "Soong Sisters", მას გადასცეს პრიზი ფესტივალ "ოქროს გლობუსზე"ორიგინალური მუსიკისთვის, აგრეთვე პრიზი ჰონკონგის საერთაშორისო ფესტივალზე, შემდეგ იყო "გრემის" პრემია 1999 წლის ალბომისთვის «Thinking of you», მისი ბოლო ალბომიც Final Call, რომელიც 2013 წელს გამოვიდა ნომინირებული იყო გრემის პრემიაზე- "Best New Age Album".

0
22
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0