ადმინისტრაციული ამერიკელი მამაკაცი "ფეისბუკზე" "ლაიკის" მიცემის გამო დაიჭირეს 2014, 28 იანვარი, 23:52 რადიოწამყვანი მემფისიდან თადეუს მეთიუზი დაკავებული იქნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ Facebook-ზე მის ყოფილ თანამშრომლის ვიდეოს "ლაიკი"დაუსვა, ქალთან ჟურნალისტს ადრე ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა დაშორების შემდეგ ქალმა იმდენს მიაღწია, რომ სასამართლომ აუკრძალა მამაკაცს მასთან ურთიერთობა."ლაიკი" ყოფილმა საყვარელმა აღითქვა, როგორც მამაკაცის მხრიდან ურთიერთობის აღდგენის მცდელობა, ამიტომ დაუყონებლივ პოლიციას მიმართა, მამაკაცი დააკავეს და წარუდგინეს ბრალდება-"სასამართლოს დადგენილების დარღვევა", თუმცა მეთიუზი მალევე გამოუშვეს 1000$-ის გირაოს სანაცვლოდ, სხვათა შორის ამ თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, სოციალურ ქსელთან დაკავშირებით, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება დაირღვა, ერთი კვირით ადრე ქალაქ ბევერლის მცხოვრები თომას გეგნონი დააკავეს იმის გამო, რომ მისმა ყოფილმა გოგომ მისგან მიიღო მოწვევა შეერთებოდა სოციალურ ქსელს Google+-ს.თუმცა თვითონ ეჭვმიტანილი და ადვოკატი ამტკიცებდნენ, რომ წერილი ავტომატურად იქნა გაგზავნილი, ყოველგვარი უწყების და თანხმობის გარეშე.ამასთანავე სექტემბრის თვეში ა.შ.შ-ში იქნა კანონი მიღებული, სადაც ნათქვამია, რომ ღილაკი "მომწონს" სოციალურ ქსელ Facebook-ში არის სიტყვის თავისუფლების გამოხატულება. 94 6-ს მოსწონს
|